წამოვიღე საელჩოების
მაშინდელი განცხადებები -
ეს მნიშვნელოვანია
იმისათვის, რომ პარალელი
გავავლოთ, რა განცხადებები
გაკეთდა მაგ პერიოდში
ამერიკის საელჩოს,
საფრანგეთის საელჩოს
მხრიდან. ბოლოდროინდელი
აქციები, რაც ვიხილეთ,
როდესაც პრაქტიკულად
დაანგრიეს დედაქალაქი -
რასაც ისროდნენ და რა
ძალადობა იყო
გამოყენებული ოპოზიციის
მხრიდან, პარალელი უნდა
გავავლოთ, რა შეფასებას
აძლევდნენ იმ პერიოდში
საელჩოს წარმომადგენლები, -
განაცხადა თბილისის
საკრებულოს თავმჯდომარემ,
ზურაბ აბაშიძემ, 2009 წლის 15
ივნისის მშვიდობიანი
აქციის დარბევის შესახებ
საუბრისას, პარლამენტის
საგამოძიებო კომისიის
სხდომაზე.მისი თქმით,
საელჩოების ამგვარი
განცხადებები მიხეილ
სააკაშვილის
ხელისუფლებისთვის მწვანე
შუქი იყო, რომ ძალადობრივად
ემოქმედათ.„როგორც
მახსოვს, მაშინ
პარლამენტის თავმჯდომარე
დავით ბაქრაძე იყო და მის
მანქანას ახალგაზრდებმა
რაღაც წინაღობა შეუქმნეს.
ამას მოჰყვა სერიოზული
აღშფოთება, როგორ შეიძლება,
პარლამენტის
თავმჯდომარეს,
პარლამენტის წევრებს არ
ატარებენ და ა.შ. მე ასევე
წამოვიღე საელჩოების
მაშინდელი განცხადებები -
ეს მნიშვნელოვანია
იმისათვის, რომ პარალელი
გავავლოთ, რა განცხადებები
გაკეთდა მაგ პერიოდში
ამერიკის საელჩოს,
საფრანგეთის საელჩოს
მხრიდან. ბოლოდროინდელი
აქციები, რაც ვიხილეთ,
როდესაც პრაქტიკულად
დაანგრიეს დედაქალაქი -
რასაც ისროდნენ და რა
ძალადობა იყო
გამოყენებული ოპოზიციის
მხრიდან, პარალელი უნდა
გავავლოთ, რა შეფასებას
აძლევდნენ იმ პერიოდში
საელჩოს წარმომადგენლები.
მაგალითად, ამერიკის
საელჩომ გააკეთა
განცხადება და თქვა, რომ
"აშშ წუხს, რომ საპროტესტო
აქციის ზოგიერთმა ლიდერმა,
ადამიანებსა და მათ
ქონებაზე მიტანილ იერიშს
მხარი დაუჭირა. ხსენებულმა
თავდასხმებმა ხელი
შეუშალა ოფიციალური
პირების საქმიანობას და
გადაკვეთა ხაზი, რომელიც
აზრის გამოხატვის
თავისუფლებასა და
კრიმინალურ ქმედებებს
შორის არის გავლებული."
ასევე, ხელთ მაქვს
საქართველოში საფრანგეთის
ელჩის, ბატონი ერიკ ფურნიეს
განცხადება: "ხალხის მიერ
არჩეულ დეპუტატებს ქვები
ესროლეს, დემოკრატიას
შეურაცხყოფა მიაყენეს.
ასევე, შეურაცხყოფა
მიაყენეს ჩეხეთის ელჩს,
რომელიც საქმის
გასარკვევად ადგილზე
მივიდა. ჩვენ მოვუწოდებთ
ყველა პოლიტიკურ პარტიას,
თავი შეიკავოს ძალადობის
პროვოცირებისგან." მე
ვფიქრობ, ასეთი
განცხადებები უკვე მწვანე
შუქი იყო სააკაშვილის და
მისი ხელისუფლებისთვის,
რომ მათ უკვე ძალადობრივად
ემოქმედათ. ასეთი
განცხადებები სწორედ ამას
გულისხმობდა." - განაცხადა
ზურაბ აბაშიძემ.