მიხარია, რომ დელეგატად
დამასახელეს, რადგან
ვდგავარ იმ გუნდის გვერდით,
რომელსაც ქვეყნისთვის
ბევრი კარგი საქმე აქვს
გაკეთებული და
მადლიერებას ვგრძნობ
მოსახლეობისგან, -
განაცხადა „ქართული
ოცნების“ საარჩევნო
კამპანიის ფარგლებში
დელეგატმა ზუკა რურუამ
გადაცემაში „იმედი
LIVE“.„ვაკის რაიონში
დავიბადე და გავიზარდე და
ჩემს რაიონში ვგრძნობ დიდ
მხარდაჭერას. მხარდაჭერა
გამოიხატება როგორც
შეხვედრებზე, ასევე პირად
საუბრებში. ვსაუბრობთ ბევრ
პრობლემაზეც, რაც დღეს არის
ქვეყანაში. ვსაუბრობთ იმ
პრობლემებზე, რის წინაშეც
დგას ქვეყანა და ბევრ
სოციალურ და
ინფრასტრუქტურულ
პრობლემაზეც. ასევე
ვსაუბრობთ იმ ბევრ საქმეზე,
რაც ვაკის რაიონში გაკეთდა.
მიხარია, რომ დელეგატად
დამასახელეს, რადგან
ვდგავარ იმ გუნდის გვერდით,
რომელსაც ქვეყნისთვის
ბევრი კარგი საქმე აქვს
გაკეთებული და
მადლიერებას ვგრძნობ
მოსახლეობისგან. ეს
ჩვენთვის ძალიან
მნიშვნელოვანია“ , -
აღნიშნა ზუკა რურუამ.