"ზედაპირზე ამოვიდა ყველა სუბიექტის გეგმა, შესრულებული სამუშაოს შინაარსი და ხასიათი - რას აკეთებს "ქართული ოცნება" და რა აკეთებს კოლექტიური "ნაცმოძრაობა" - გია ვოლსკი

Primetime.ge 3 საათი წინ 3
"ზედაპირზე ამოვიდა ყველა სუბიექტის გეგმა, შესრულებული სამუშაოს შინაარსი და ხასიათი - რას აკეთებს "ქართული ოცნება" და რა აკეთებს კოლექტიური "ნაცმოძრაობა" - გია ვოლსკი
პარლამენტის თავმჯდომარის ვრცელი წერილი, რომელიც შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, პოლიტიკური შეფასებების თემაა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ მთავარი ამოცანაა, ქვეყანა სამშვიდობის გავიდეს და შეინარჩუნოს სტაბილურობა."ზედაპირზე ამოვიდა ყველა სუბიექტის გეგმა, არა მარტო გეგმა, შესრულებული სამუშაოს შინაარსი და ხასიათი - რას აკეთებს "ქართული ოცნება" და რას აკეთებს ოპოზიციად წოდებული გაერთიანება, კოლექტიური "ნაცმოძრაობა". არის კონკრეტული ამოცანა, რომელიც უკავშირდება ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას.მეორე ამოცანა არის, რომ ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს, შევინარჩუნოთ სტაბილურობა და მათ შორის, ის მაჩვენებელი, რომელიც მთელმა მსოფლიომ აღიარა და რეიტინგებში არის ასახული, რომელიც კვირაში ერთხელ ქვეყნდება და საქართველოს მოწინავე პოზიციაზე დგომას უჩვენებს.შედეგით უნდა ვიმსჯელოთ და არა იმ ტრენდებით და ზღაპრებით, რითაც ცდილობენ ჩვენი ოპონენტები, რომ გამოკვებონ საქართველოს საზოგადოება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.ცნობისთვის, სპიკერი აჯამებს განვლილ ექვს თვეს 26 ოქტომბრის არჩევნებიდან. საურობს ხალხის არჩევანზე, გამარჯვებაზე, პროპაგანდის მარცხზე ქვეყანაში, უცხოურ გავლენებზე, არსებულ პოლარიზაციაზე, დაპირისპირებაზე და მმართველი გუნდის მიზნებზე. 
სრულად წაიკითხეთ სტატია