„ზაფხულში ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი აქტიური იყო“ – ბოჭორიშვილი (bm.ge)

News.ge 6 საათი წინ 3
„ზაფხულში ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი აქტიური იყო“ – ბოჭორიშვილი (bm.ge)

საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტის ნატო ბოჭორიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის ზაფხულში ს უძრავი ქონების ბაზარზე აქტიურობა შეინიშნებოდა. ინტერესი უმეტესად მეზობელი და გალფის ყურის ქვეყნებიდან შეინიშნებოდა.
რაც შეეხება ფასებს, როგორც ასოციაციაში წევრი კომპანიების ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, ბინების ფასები სტაბილურია და ზრდის პროგნოზები ამ წლის განმავლობაში ნაკლებად სავარაუდოა.
„ზაფხულში აქტიური იყო აჭარის უძრავი ქონების ბაზარი. ბათუმში, კერძოდ კი ახალ ბულვარში საკმაო რაოდენობის ტრანზაქციები დაფიქსირდა. ოფიციალური სტატისტიკა ჯერ არ გვაქვს, თუმცა შიდა წევრი კომპანიებისგან მიღებული ინფორმაციით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ინტერესი ნარჩუნდებოდა.
ბათუმის უძრავი ქონება საინტერესოა ტრადიციულად უცხოური ბაზრისთვის, როგორც ყოფილი პოსტ საბჭოთა ქვეყნებიდან, ისე გალფის ყურის ქვეყნებიდან. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ისინიც ამ ბაზარზე ინვესტიციას ახორციელებენ, თუმცა უფრო მეტად საახალწლო პერიოდში და არა ამ სეზონზე.
ფასების მხრივ რაიმე ზრდა არ ყოფილა. ვფიქრობ, ზაფხულის ტემპი შენარჩუნდა ამ წლის განმავლობაში. ბათუმთან ერთად აქტიურობაა ქობულეთშიც, შეინიშნება სხვადასხვა გამოტანილი პროექტები და ვფიქრობთ სამომავლოდ უფრო მეტ ტრანზაქციას ვნახავთ აქ.“ – განაცხადა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას ბოჭორიშვილმა.

სრულად წაიკითხეთ სტატია