დაზღვევის ინდუსტრიის წმინდა მოგებაში დეპოზიტებიდან მიღებული მოგების წილი ძალიან დიდია – „არდი“

News.ge 6 საათი წინ 1
დაზღვევის ინდუსტრიის წმინდა მოგებაში დეპოზიტებიდან მიღებული მოგების წილი ძალიან დიდია – „არდი“

სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორის მიხეილ ჯაფარიძის განცხადებით, დაზღვევის ინდუსტრიის წმინდა მოგებაში დეპოზიტებიდან მიღებული მოგების წილი ძალიან დიდია.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, მიმდინარე წლის 6 თვეში ბაზარზე არსებული 19 სადაზღვევო კომპანიის მიერ გამომუშავებული 56 მილიონი ლარის წმინდა მოგებიდან ნახევარზე მეტი სწორედ დეპოზიტებიდან მიღებულ სარგებელზე მოდის.
„სადაზღვევო კომპანიები ორი გზიდან იღებენ შემოსავალს: პირველი – უშუალოდ დაზღვევის სახეობებია, მეორე – ბანკების ანგარიშებზე არსებული დეპოზიტები, რომელიც სადაზღვევო კომპანიებს ობიექტურად სჭირდებათ, რათა დაიცვან საზედამხედველო ნორმები. შესაბამისად, დეპოზიტებიდან მიღებული მოგების წილი ყველა სადაზღვევო კომპანიაში, მათ შორის „არდიშიც“ არის ძალიან დიდი – თითქმის ნახევარზე მეტი. [დეპოზიტებიდან სარგებელი] არის კონტრიბუტორი ჩვენი მოგების და თუ ამას გავითვალისწინებთ, სადაზღვევო კომპანიების მარჟა ძალიან მოკრძალებული გამოდის“, – განმარტა მიხეილ ჯაფარიძემ და ის ფაქტორებიც ახსნა, რატომაც წელს, 6 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ₾11 მილიონითაა შემცირებული.

სრულად წაიკითხეთ სტატია