აშშ-თვის შეთავაზება, რომ
რუსეთს კავკასიაში უკან
დაახევინოს და ამისთვის
საქართველო გამოიყენოს
როგორც მოედანი, არის
ზუსტად იმ პოლიტიკის
გაგრძელება რასაც
ატარებდა სააკაშვილი,
როდესაც დასავლეთს
სთავაზობდა საქართველოს
ტერიტორიას, როგორც
რუსეთთან დაპირისპირების
მოწინავე ავანპოსტს, - ასე
ეხმიანება ანალიტიკოსი
ზაალ ანჯაფარიძე
საქართველოს ყოფილი
პრეზიდენტის, სალომე
ზურაბიშვილის ინტერვიუს
ამერიკულ გამოცემა The
Hill-თან.მისი განცხადებით,
ზურაბიშვილმა ამ
ინტერვიუთი საკუთარი
თავის ყველაზე მძიმე
ლუსტრაცია მოახდინა.
ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ
ამ განცხადებით, ყოფილმა
პრეზიდენტმა დაადასტურა
მისი მხრიდანრუსეთთან
სამხედრო კონფრონტაციაში
ჩართვის სურვილი.„ახლახან
ამერიკულ გამოცემა The
Hill-თვის ინტერვიუში სალომე
ზურაბიშვილმა მისდა
უნებურად მოახდინა
მისთვის შეიძლება ითქვას
ერთ-ერთი ყველაზე მძიმე
თვითლუსტრაცია, რაც ამ ბოლო
დროს განიცადა.აშშ-თვის
შეთავაზება, რომ რუსეთს
კავკასიაში უკან
დაახევინოს და ამისთვის
საქართველო გამოიყენოს
როგორც მოედანი, არის
ზუსტად იმ პოლიტიკის
გაგრძელება რასაც
ატარებდა სააკაშვილი,
როდესაც დასავლეთს
სთავაზობდა საქართველოს
ტერიტორიას, როგორც
რუსეთთან დაპირისპირების
მოწინავე ავანპოსტს.
როდესაც The Hill აღნიშნავს, რომ
2008 წლიდან რუსეთს
ოკუპირებული აქვს
საქართველოს 20%, ეს სწორედ
ასეთი პოლიტიკის
შედეგია.სალომემ
ფაქტობრივად დაადასტურა
მისი მხრიდან რუსეთთან
სამხედრო კონფრონტაციაში
ჩართვის სურვილი, იმ
იმედით, რომ ამერიკელები
დაგვეხმარებიან - ანუ ის
რასაც ის „ინკოგნიტო"
ამერიკელი მაღალჩინოსანი
აძალებდა ამ ხელისუფლებას
და ის რისკენაც სააკაშვილს
აქეზებდნენ გარედან 2008
წელს.ეტყობა ზურაბიშვილმა
ვაშინგტონში
ამერიკელებთან
კონტაქტების დროს სხვა
წონადი არგუმენტები ვერ
გამონახა, და მიშას
მეთოდებს მიუბრუნდა -
საქართველოს გამოყენება
რუსეთისთვის საჩხვლეტ
ინსტრუმენტად“, - წერს ზაალ
ანჯაფარიძე Facebook-ზე.