ზაალ ანჯაფარიძე გახარიას მიერ ქარტიის ხელმოწერაზე: გახარია შეეცადა ერთგვარად გამოესყიდა დანაშაული ოპოზიციური სპექტრის წინაშე, რადგანაც ოპოზიცია ძირითადად მას ადანაშაულებდა გაერთიანების ჩაშლაში „ლელოს“ კოალიციასთან

Primetime.ge 3 თვის წინ 77
ზაალ ანჯაფარიძე გახარიას მიერ ქარტიის ხელმოწერაზე: გახარია შეეცადა ერთგვარად გამოესყიდა დანაშაული ოპოზიციური სპექტრის წინაშე, რადგანაც ოპოზიცია ძირითადად მას ადანაშაულებდა გაერთიანების ჩაშლაში „ლელოს“ კოალიციასთან
გახარია შეეცადა ერთგვარად გამოესყიდა დანაშაული ოპოზიციური სპექტრის წინაშე, რადგანაც ოპოზიცია ძირითადად მას ადანაშაულებდა გაერთიანების ჩაშლაში „ლელოს“ კოალიციასთან, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ გახარიას მიერ ქარტიის ხელმოწერასთან დაკავშირებით.ზაალ ანჯაფარიძემ ასევე ისაუბრა მეორე შესაძლო მიზეზზე, თუ რის გამო შეიძლება მიეღო გახარიას აღნიშნული გადაწყვეტილება.„ქარტიის ტექსტში არაფერი შეცვლილა, მაგრამ სამაგიეროდ შეიცვალა გახარიას და მისი პარტიის პოზიცია. ამას, ჩემი აზრით, აქვს რამდენიმე ახსნა. ერთი ის, რომ ამ ნაბიჯით გახარია შეეცადა ერთგვარად გამოესყიდა ის დანაშაული, თუ შეიძლება ასე ითქვას, ოპოზიციური სპექტრის წინაშე, რადგანაც ოპოზიცია, პრინციპში, მას ადანაშაულებდა ძირითადად ამ გაერთიანების ჩაშლაში „ლელოს“ კოალიციასთან.მეორე შესაძლო მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო ის, რომ როგორც ჩანს, საკმაოდ გავლენიანმა ხალხმა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, უთხრეს გახარიას, რომ პოლიტიკური პოზიორობის დრო აღარ არის ასეთ სიტუაციაში. შესაბამისად, მან უნდა დაანებოს თეთრ ყვავად წარმოჩენას საკუთარი თავის, პარტიის ამ ოპოზიციურ ანსამბლში და მოაწეროს ხელი ქარტიას. შესაბამისად, გახდეს თამაშის მონაწილე. როგორც ჩანს მან მიიღო თამაშის ეს წესები და მოაწერა კიდევაც ხელი“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ.ანალიტიკოსმა ასევე ისაუბრა ხაზარაძე-გახარიას შესაძლო გაერთიანების საკითხზე.„ჩვენს ტურბულენტურ პოლიტიკურ გარემოში, სადაც პოლიტიკური კულტურა არც თუ ისე მაღალია და პოლიტიკური მოთამაშეები ხშირად ცვლიან საკუთარ გადაწყვეტილებებს, ლაგდებიან სხვადასხვა გაურკვეველ ალიანსებში, რასაც ადრე მათგან საზოგადოება არ მოელოდა, არაფერია გამორიცხული, მაგრამ ახლა უკვე გაერთიანებაზე საუბრის აღდგენა, ჩემი აზრით, ნაგვიანებია, ვინაიდან ცესკოში სიების წარდგენამდე დარჩა სულ რაღაც სამი დღე, არც კი. შესაბამისად, ამ შეთანხმების გაფორმებას სჭირდება ძალიან ბევრი ორგანიზაციული თუ სხვა საკითხების მოგვარება და მე მაინც ვიხრები იქითკენ, რომ შეთანხმება ვერ შედგება, ვერც გაერთიანება“, - განაცხადა მან.გიორგი გახარიამ ხელი მოაწერა პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“, რომელსაც გასულ კვირაში აკრიტიკებდა და მასზე ხელმოწერას გამორიცხავდა.
სრულად წაიკითხეთ სტატია