საქართველოს საგარეო
საქმეთა მინისტრმა, მაკა
ბოჭორიშვილმა ეუთო-ს
ასამბლეაზე სიტყვით
გამოსვლისას, მადლობა
გადაუხადა ეუთო-ს
საქართველოს საპარლამენტო
არჩევნების
დაკვირვებისთვის.როგორც
ბოჭორიშვილმა აღნიშნა, არ
წყდება სპეკულაციები
არჩევნებთან
დაკავშირებით, ასევე ჩანს
მცდელობები, დაკნინდეს
ეუთო/ოდირის როლი, მისი
საქმიანობისა და
შეფასებების
მნიშვნელობა.„მსურს, კიდევ
ერთხელ ხაზი გავუსვა იმ
პრინციპების დაცვის
აუცილებლობას, რაზეც ეს
ორგანიზაციაა
დაფუძნებული. ვისარგებლებ
შემთხვევით და მადლობას
გადავუხდი ეუთო-ს
საქართველოს მთავრობის
მოწვევით საპარლამენტო
არჩევნების
დაკვირვებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ 2-მა
მილიონმა საქართველოს
მოქალაქემ უპრეცედენტოდ
დიდი რაოდენობის
საერთაშორისო თუ
ადგილობრივი
დამკვირვებლის
თანდასწრებით დააფიქსირა
საკუთრი არჩევანი, არ
წყდება სპეკულაციები
არჩევნებთან
დაკავშირებით. ვხედავთ
ასევე მცდელობებს,
დაკნინდეს ეუთო/ოდირის
როლი, მისი საქმიანობისა და
შეფასებების მნიშვნელობა.
ეს ქმედებები გამოიყენება
საქართველოში ხელოვნური
პოლიტიკური კრიზისისა და
დესტაბილიზაციის
შესაქმნელად.მოველით, რომ
ეუთო/ოდირის საბოლოო
დასკვნა დაეფუძნება
ობიექტურ შეფასებებს და
შესაძლებლობას მოგვცემს,
გავაგრძელოთ მუშაობა და
თანამშრომლობა
რეკომენდაციების
შესრულების მიზნით“, –
განაცხადა მაკა
ბოჭორიშვილმა.