ვხედავდით ორგანიზებულ
ჯგუფებს, „ნაცმოძრაობისა“
და სხვა პარტიის
წარმომადგენლებს,
რომლებიც ინციდენტების
პროვოცირებისთვის იყვნენ
საარჩევნო უბნებზე
მისულები, - განაცხადა
პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილმა, რითაც
უპასუხა კითხვას
არჩევნების დღეს მომხდარ
ინციდენტებთან
დაკავშირებით.
ჟურნალისტმა თქვა, რომ
ისნის საარჩევნო უბანი იყო
ერთ-ერთი ყველაზე ცხელი
კერა, სადაც ფიზიკური
დაპირისპირებაც მოხდა და
არსებული ინფორმაციით, იქ
ახმეტიდან ჩამოყვანილი
„ნაცმოძრაობის“ ე.წ.
ზონდერები იყვნენ
მობილიზებულები.„ასე იყო,
ეს თავდამსხმელები ჩვენს
მხარდაჭერებს დაესხნენ
თავს. დღის განმავლობაში
ჩვენ ვხედავდით რა სცენა
იდგმებოდა - ერთი მედიის
წარმომადგენლების
მხრიდან, რომლებიც
გაუგონარ რაღაცებს
ჩადიოდნენ და ვხედავდით
ასევე ორგანიზებულ
ჯგუფებს, ნაცმოძრაობისა და
სხვა პარტიის
წარმომადგენლების,
რომლებიც ინციდენტების
პროვოცირებისთვის იყვნენ
იქ მისულები. მინდა მადლობა
გადავუხადო ყველა ჩვენნ
მხარდამჭერს, რომლებმაც ამ
პროვოკაციებს
გაუძლეს.ხმის
მრავალჯერადად მიცემის
ბრალდებებთან
დაკავშირებით ერთი რამეც
უნდა ითქვას - გუშინ ოდირის
ხელმძღვანელს ჰკითხეს და
მან ერთი ფაქტი დაასახელა,
მარნეულის შემთხვევა და ის
ადამიანი დაკავებულია.
სხვათა შორის იყო მეორე
ფაქტი, რომელიც ეხება
„ლელოს“ წარმომადგენელს,
რომელიც ცდილობდა
ბიულეტენების ჩაყრას. ასე
რომ თუკი რაიმე ინციდენტი
იყო, ყველაფერზე პასუხია
გაცემული, ყველა საჩივარი
იქნება განხილული, მაგრამ
ყველა ამ ტყუილს რა თქმა
უნდა გაეცემა პასუხი“, -
განაცხადა პაპუაშვილმა.