გახსოვთ, როცა
გამჭვირვალობის შესახებ
კანონი იქნა მიღებული,
მაშინაც იყო პირობა, მათ
შორის დონორების მხრიდან,
რომ აქტიურად
ითანამშრომლებდნენ
ხელისუფლებასთან და ხელს
შეუწყობდნენ, რომ
ნებისმიერი გრანტი,
დაფინანსება, წარმოშობის
წყარო, ფინანსები და
მიზნები ყოფილიყო
გამჭვირვალე, – ამის
შესახებ „ქართული
ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ
ბოჟაძემ განაცხადა.მისივე
თქმით, აღმოჩნდა, რომ მათი
მხრიდან ეს დაპირება არ
შესრულებულა, ისევე როგორც,
მიუხედავად კანონის
მიღებისა, სამოქალაქო
სექტორის დიდმა ნაწილმა
უარი განაცხადა კანონის
აღსრულებაზე.„ბევრმა
მათგანმა სხვა ქვეყნებში
გაიარა რეგისტრაცია.
ამიტომ, ჩვენ რომ დავიცვათ
ქვეყანა გარე ძალებისგან
და ნებისმიერი უცხოური
დაფინანსება იყოს ღია და
გამჭვირვალე, მივიღეთ
კანონი „გრანტების
შესახებ“ და ყველა დონორი
ვალდებული იქნება,
მთავრობასთან შეათანხმოს,
რა სახის დაფინანსებაზეა
საუბარი, რა სახის
პროექტების
განხორციელებაზეა
საუბარი, ვინ შეასრულებს ამ
პროექტს.იცით, რომ უამრავი
პროექტიდან მილიონი
დოლარი იხარჯებოდა ძალიან
კარგი მიზნებისთვის,
დეკლარილებულად ასე ეწერა
ფურცელზე, თუმცა
აღმოჩნდებოდა, რომ
ფინანსები სხვა
მიმართულებით იხარჯებოდა.
მათ შორის, ძალადობის
წახალისების, სიძულვილის
ენის წახალისების, იმ
რადიკალური ჯგუფების
დაფინანსებით, რომელიც
შემდგომ მოლოტოვის
კოქტეილებით, ქვებით და
პიროტექნიკით
უპირისპირდებოდა
პოლიციას. ცოტა უცნაურია,
რატომ მოყვება ხოლმე
გამჭვირვალობის მოთხოვნას
ასეთი რეაქცია ქვეყნის
შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ“,
– განაცხადა ვლადიმერ
ბოჟაძემ.