საპარლამენტო პოლიტიკური
ჯგუფის „ხალხის ძალის“
წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ,
პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისიის
სხდომაზე, „ნაციონალური
მოძრაობის" რეჟიმის
მმართველობის პერიოდზე
ისაუბრა.ჯაფარიძემ
გაიხსენა ყოფილ პრეზიდენტ
მიხეილ სააკაშვილთან
შეხვედრა, როდესაც იგი
საქართველოს მე-6 მოწვევის
პარლამენტში მესტიის
მაჟორიტარი დეპუტატი იყო
და აღნიშნა, რომ
სააკაშვილმა შეხვედრაზე
პარლამენტის წევრებს
უთხრა, რომ ისეთი ტყვიები
ჰქონდა შემოტანილი, რომ რვა
თვე ფეხზე ვერ
გაივლიდნენ.„ჩვენთვის
მაინც პარლამენტის
თავმჯდომარე [ნინო
ბურჯანაძე] იყო ნათელი
წერტილი, რადგან სხვასთან
არავისთან, კომუნიკაცია არ
გვქონდა. ერთადერთი,
მივდიოდით ნინო
ბურჯანაძესთან და რაც
შეეძლო, თავისი
შესაძლებლობის ფარგლებში,
ცდილობდა რომ
დაგვხმარებოდა. ეს იყო
ერთადერთი მისასვლელი
ადგილი [ოპოზიციურად
განწყობილი დეპუტატების]
მთლიან ხელისუფლებაში.
ერთხელ, სააკაშვილმა
მოინდომა მაჟორიტარებთან
შეხვედრა. დღეს რომ
მიტინგის დასაშლელ
ტყვიებზე საუბრობენ,
შეხვედრაზე რომ შევედით,
როგორი კომუნიკაცია
ჰქონდა [სააკაშვილს]
ჩვენთან: თვალებში
გვიყურებდა მე და ლაშა
ნარჩემაშვილს,
პარლამენტის წევრს და
ისეთი ტყვიები მაქვს
შემოტანილი, რვა თვე ფეხზე
ვერ დადგებითო - ამას
გვეუბნებოდა პრეზიდენტი, 17
თუ 18 კაცი ვესწრებოდით
შეხვედრას, დეპუტატები,
პარლამენტის წევრები." -
აღნიშნა ვიქტორ ჯაფარიძემ.