უნგრეთის
პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ
ორბანმა უნგრულ მედიასთან
ინტერვიუში განაცხადა, რომ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
ენტონი ბლინკენი ძალიან
შორიდან, უსაფრთხოდ მყოფი
და კომფორტიდან მოუწოდებს,
რომ დროა უკრაინელებმა
შეამცირონ გაწვევის ასაკი.
ინფორმაციას უნგრეთის
პრემიერის პრესსპიკერი
ზოლტან კოვაჩი სოციალურ
ქსელ X-ში ავრცელებს.„სხვა
სიტყვებით რომ ვთქვათ, უფრო
მეტი ახალგაზრდა
უკრაინელი უნდა დაიღუპოს.
აქედან გამომდინარე უნდა
ვთქვა, რომ ამის თავხედურად
წარმოჩენა მსოფლიოს
წინაშე, აჩვენებს, რომ დრო
იყო, ამერიკაში მომხდარიყო
ცვლილება“, - ციტირებს
ზოლტანი ორბანს.