
“ასე მუშაობს დღეს პოლიცია: ჩემს შვილს, მაშოს მოპარეს ტელეფონი. 1 საათში დამირეკა ადამიანმა. მე მაქვს შენი შვილის ტელეფონი ფული მომეცი და ტელეფონს დაგიბრუნებო. გამიკვირდა აქეთ რომ მირეკავდა ქურდი და ფულს მძალავდა. ეგეთი შემთხვევა არც გამიგია. ცხადია მივმართე პოლიციას (ეტყობა კიდევ ვერ გავიგე, რომ ეგ არ უნდა მექნა) შედეგად? უკვე 10 დღეზე მეტია მაშოს ტელეფონი პოლიციის განყოფილებაშია, არ მაძლევენ და იმასაც არ მეუბნებიან როდის მომცემენ. პრაქტიკულად ჩემი ნივთი მითვისებული აქვთ, ისიც არ ვიცი რატომ უდევთ ამდენი ხანი.
არ ვიცი ვინ მომპარა. მარტო ის მითხრეს, რომ მე ვინც მირეკავდა იმან არაო. მაშინ ვინ იყო ის უცნაური კაცი? ნეტა გადამეხადა ის ფული იმ კაცისთვის, ახლა სახლში ხომ მექნებოდა ეს მობილური, ჩემივე ხელით რომ გადავეცი პოლიციას სამუდამოდ. ცალკე მაშო დავტანჯე და ცალკე ჩემი თავიც.
პოლიციის დღეა, ცემა-ტყეპას რომ დავანებოთ თავი, სულ ციცქნა სამართალს ვერ მიაღწევს
ქვეყანაში ადამიანი. ვრეკავ გამომძიებელთან ყოველ დღე, ჯერ მატყუებდა ხან ორშაბათიო, ხან სამშაბათიო და ახლა მეუბნება ძაან მერიდება მაგრამ ტელეფონს ჯერ ვერ მოგცემთო. მე თქი რას ნიშნავს?! ასეთი რამე გაგიგიათ, ხალხნო? ვიცი, რომ აქტივისტებსაც ძარცვავდნენ პოლიციელები, ახლა არასრულწლოვნებზე გადავიდნენ?
Nino Giorgobiani ალომბარდებთ ამ ტელეფონებს თუ რას შვრებით? სირცხვილია,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვიკა ბუკია.