გერმანიაში, საქართველო
მსოფლიოში ყველაზე დიდ
ტურისტულ გამოფენაზე
ეროვნული სტენდით წარდგა.
ტურიზმის ეროვნულ
ადმინისტრაციასთან ერთად
ITB Berlin-ის გამოფენაში 20-მდე
კერძო კომპანია
მონაწილეობს.
საერთაშორისო გამოფენის
მნიშვნელობაზე საუბრობს
ვიზიტ ჯორჯიას
წარმომადგენელი ქეთი
წიკლაური.„ჩვენ წლებია ITB-ის
გამოფენაში ვმონაწილეობთ.
ჩვენთვის ძალიან
მნიშვნელოვანი გამოფენაა.
ძალიან ბევრი კომპანია
მონაწილეობს ITB-ზე, არამარტო
გერმანული, არამედ სხვა
ევროპული ქვეყნებიდანაც
ჩამოდიან. ვცდილობთ, რომ
საქართველო გავხადოთ
პოპულარული, მეტი
დამსვენებელი მოვიზიდოთ,
დავაინტერესოთ უცხოური
კომპანიები, გავარეკლამოთ
ჩვენი მთა და ზღვა.
დაინტერესება ძალიან
დიდია საქართველოს მიმართ,
საერთაშორისო კომპანიები
დაინტერესდნენ
საქართველოს ბუნებით,
ღვინითა და
კულინარიით“-აცხადებს
წიკლაური.ITB Berlin-ზე 190
ქვეყანაა წარდგენილი,
გამოფენას 100 ათასზე მეტი
ვიზიტორისტუმრობს. ITB Berlin-ის
გამოფენაში 5600 ტურისტული
კომპანია და
ორგანიზაციამონაწილეობს.