ვეტერანების საქმეთა
სახელმწიფო სამსახურის
დირექტორმა,
გენერალ-მაიორმა კობა
კობალაძემ, 6 უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების -
საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის, თბილისის
სახელმწიფო სამედიცინო
უნივერსიტეტის, სოხუმის
სახელმწიფო
უნივერსიტეტის,
საქართველოს ფიზიკური
აღზრდისა და სპორტის
უნივერსიტეტის, აპოლონ
ქუთათელაძის სახელობის
სახელმწიფო სამხატვრო
აკადემიისა და
საქართველოს შოთა
რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო
უნივერსიტეტის რექტორებს,
ვიცე-რექტორებსა და
მმართველი გუნდის
წარმომადგენლებს
უმასპინძლა.კობა
კობალაძემ სტუმრებს,
პრეზენტაცია წარუდგინა და
გააცნო სამსახურის
განვითარების დინამიკა,
სპეციფიკა,
ადმინისტრაციული მოწყობა,
ვეტერანთა წინაშე
არსებული სოციალური,
ეკონომიკური და ჯანდაცვის
კუთხით, ასევე,
საზოგადოებაში მათი უკეთ
ინტეგრაციისთვის არსებული
გამოწვევების დასაძლევად
სახელმწიფოსა და
სამსახურის ერთობლივი
ძალისხმევით
განხორციელებული და
დაგეგმილი პროექტები,
საერთაშორისო
თანამშრომლობის
მიმართულებები და
სამომავლო გეგმები;
ისაუბრა ჩვენი ქვეყნის
თავდაცვისუნარიანობის
ამაღლებასა და
სახელმწიფოს მშენებლობაში
მომავალი თაობების
ჩართულობის
მნიშვნელობაზე. მან,
სტუმრებს, ვეტერანთა
შვილების თანადგომისა და
სამსახურთან
კოორდინირებული
თანამშრომლობისთვის
მადლობა გადაუხადა და
მომავალში, ურთიერთობის
გაღრმავების სურვილი
გამოთქვა.სტუმრებმა
აღნიშნეს, რომ მათთვის
განსაკუთრებული პატივი და
მოქალაქეობრივი
პასუხისმგებლობაა,
თანადგომა გამოხატონ
ვეტერანების_იმ ღირსეული
ადამიანების მიმართ, ვინც
საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობის,
თავისუფლებისა და
დამოუკიდებლობისათვის
ბრძოლაში ძალისხმევა არ
დაიშურეს, თავიანთი
სიცოცხლითა და
ჯანმრთელობით ემსახურნენ
და დღესაც ემსახურებიან
ჩვენს ქვეყანას.შეხვედრის
დასასრულ, ვეტერანების
საქმეთა სახელმწიფო
სამსახურსა და
უნივერსიტეტებს შორის
ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმები
გაფორმდა.ინფორმაციისთვის,
ვეტერანების საქმეთა
სახელმწიფო სამსახურში,
ჯანდაცვის, შშმ ვეტერანთა
დახმარების, სოციალური
უზრუნველყოფისა და სხვა
პროგრამებთან ერთად, 2023
წლიდან მოქმედებს
ვეტერანებისა და მათი
შვილების უმაღლესი
განათლების
(ბაკალავრიატის) 50%-ით
დაფინანსების პროგრამა,
რომლის ამოქმედებიდან
დღემდე, 5000-მდე
სტუდენტმა-ვეტერანის
შვილმა და ხუთმა თავად
ვეტერანმა
ისარგებლა;დღევანდელი
შეხვედრისა და
უნივერსიტეტებთან
ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმების
გაფორმების მიზანი
გახლდათ, სწავლის
დაფინანსების პროგრამის
უფრო ეფექტიანი და მოქნილი
განხორციელებისათვის
უნივერსიტეტებსა და
სამსახურს შორის
ინფორმაციის მიმოცვლის
პროცესის გაუმჯობესება და
შესაბამისი დოკუმენტაციის
წარმოსადგენად
სტუდენტებზე არსებული
ტვირთის
შემსუბუქება.მემორანდუმებით,
ასევე, გათვალისწინებულია
ურთიერთობის გაღრმავება
და თანამშრომლობა
განათლებისა და
მეცნიერების სფეროში,
ვეტერანებისა და მათი
ოჯახების ინტერესების
მხარდასაჭერად.ვეტერანების
საქმეთა სახელმწიფო
სამსახური, ამ მიზნით,
ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმების
გაფორმებას გეგმავს სხვა
უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებთანაც.ინფორმაციას
ვეტერანების საქმეთა
სახელმწიფო სამსახური
ავრცელებს.