რის გამო არ მიდის ერთადერთი ქალიშვილის საფლავის მოსანახულებლად გიული ჩოხელი - „ეს, ცალკე დროის ტრაგედიაა...“

Primetime.ge 4 საათი წინ 2
რის გამო არ მიდის ერთადერთი ქალიშვილის საფლავის მოსანახულებლად გიული ჩოხელი - „ეს, ცალკე დროის ტრაგედიაა...“
იშვიათია ადამიანი, რომელიც ასაკის მიუხედავად, ახალგაზრდულ სულსა და შემართებას ინარჩუნებს. ასეთია, ქართული ჯაზის სახე, დამოუკიდებელი ადამიანის სიმბოლო, გიული ჩოხელი, რომელიც 90 წლის ასაკში სცენაზე მყარად დგას და როგორც თავად ამბობს, მომავალში ბევრი გეგმა აქვს განსახორციელებელი. ფაქტია, მისი მეამბოხური სულისკვეთება და მთიულური, ძლიერი სახასიათო შტრიხები აძლევს იმის საშუალებას, არაფერი ინანოს, მხოლოდ პოზიტივზე იფიქროს და ბევრი ილოცოს, რომ უფალთან, რაც შეიძლება, ახლოს იყოს.ჟურნალ „თბილისელებთან“ გიული ჩოხელი პირად ცხოვრების დეტალებზე საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:– ვისაც თქვენი წიგნი – „ეს იყო სიზმარი“ – წაუკითხავს, ისეთი ტრაგედიები გადაიტანეთ, თქვენი განვლილი გზა მართლაც სიზმარს ჰგავდა. წესით, თქვენთვის ცხოვრება გაუსაძლისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ, ალბათ, რწმენა გაძლიერებდათ.– ნამდვილად ასეა, ჩემი ცხოვრება ნამდვილად სიზმარს ჰგავდა. წარმოიდგინეთ, მკლავდნენ კიდეც, ნაჯახი ჩამარტყეს თავში, რომლის გახსენებაც არ მინდა, ერთადერთი ქალიშვილი გარდამეცვალა, მაგრამ ცხოვრებამ მაინც ვერ დამაგდო. მის საფლავზე კი არ მივდივარ, რადგან იმ ქვეყანაშია დასაფლავებული, სადაც არასოდეს დავდგამ ფეხს. ეს, ცალკე დროის ტრაგედიაა.– ერთადერთი ქალიშვილი გარდაგეცვალათ და ამაზე დიდი ტრაგედია ადამიანისთვის, დედისთვის არ არსებობს. როგორ გადარჩით, როგორ გაუძელით ტკივილს, რომელსაც გულით ატარებდით და დღემდე ატარებთ?– ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ, იცით, როგორ გადავრჩი? რამდენიმე თვე ვიყავი ჩაკეტილი. არც კარს ვაღებდი, არც ტელეფონს ვეკარებოდი და არც ადამიანებს ვეკონტაქტებოდი. ღამეებს ლოცვებში ვატარებდი და გარდაცვლილი ოჯახის წევრების – დედაჩემის, ჩემი ქმრის ფოტოებს ვესაუბრებოდი, ჩემი შვილის კომპოზიციებს ვისმენდი, მას ველაპარაკებოდი... ჩემი შვილი დღემდე ცოცხალია, დინარა არასოდეს მტოვებს, სულ მოდის სიზმრებში და მეხუტება.– როგორც ვიცი, ერთადერთი ქალიშვილისგან, ერთადერთი შვილიშვილი დაგრჩათ. მასთან თუ გაქვთ ურთიერთობა?– როგორ არა. ჩემი შვილიშვილი 38 წლისაა, სამი შვილი ჰყავს და სულ პატარა ერთი წლისაა – ქრისტიან მელაძე. ჩამოდიან ხოლმე ზაფხულში.
სრულად წაიკითხეთ სტატია