ვერც ვივარაუდებდი, რომ გავიმარჯვებდი, ძალიან ბედნიერი ვარ - „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული

Primetime.ge 19 საათი წინ 6
ვერც ვივარაუდებდი, რომ გავიმარჯვებდი, ძალიან ბედნიერი ვარ - „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული
"რუსთავი 2-ის" მუსიკალური მეგა შოუს "საქართველოს ხმის" გამარჯვებული, აჩი ჯაიანი, პროექტში გამარჯვების შემდეგ, "შუადღის" ეთერში, საკუთარ ემოციებზე საუბრობს. როგორც აჩი ჯაიანი ამბობს, გამარჯვებას არ ელოდა და ამით ძალიან ბედნიერია.მისივე თქმით, პროექტმა დიდი გამოცდილება და ახალი მეგობრები შესძინა."ჯერ კიდევ ვერ აღვიქვამ რეალურად და ვერ გამოვდივარ ეიფორიიდან. მადლობა ყველას, თითოეულ ადამიანს, რომელმაც ერთი ზარი მაინც გამომიშვა. ჩემთვის მთავარი და მნიშვნელოვანია, ის რომ ამდენი ხალხის გულამდე მივიდა ჩემი ნამღერი, ძალიან ბედნიერი ვარ.კარგად იცით, თუ როგორი კარგი და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა ყველა მონაწილეს, თუმცა გიორგი ჭიალაშვილი და ერეკლე თურქაძე იმდენად ძლიერი კონკურენტები იყვნენ, რეალურად, ნამდვილად არ ველოდი [გამარჯვებას]. თან წინა ლაივები იმდენად სხვა მოცემულობას გვაჩვენებდა, რომ ვერც ვივარაუდებდი, რომ გავიმარჯვებდი. თუმცა, რომელსაც არ უნდა მოეგო, ისევე გამიხარდებოდა, როგორც ჩემი გამარჯვება და დარწმუნებული ვარ, ბიჭებსაც ისე გაუხარდათ ჩემი გამარჯვება, როგორც თავიანთი გამარჯვება გაუხარდებოდათ, იმდენად კარგი მეგობრობა და ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ძალიან დიდი მადლობა ამ პროექტს და ამ არხს ამისთვის.ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, ძალიან ბევრი რამ გამოვიარე. საერთოდ სხვანაირად შევხედე ყველა საკითხს. დარწმუნებული ვარ, რომ ცხოვრებისეულად ძალიან გამომადგება ეს პროექტი. დავრწმუნდი, თუ რამხელა ძალა აქვს ხალხის გულშემატკივრობას," - აღნიშნა აჩი ჯაიანმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია