ნება მომეცით ნათლად
განვაცხადო: ვერც ერთი
დეზინფორმაცია ვერ
გადაფარავს ქართველი
ხალხის ნებას. მათი ხმა
უნდა ისმოდეს და მათი
სუვერენიტეტი დაცული უნდა
იყოს. დემოკრატია ნიშნავს
არჩევნების შედეგების
აღიარებას, მოგწონთ ის თუ
არა, - განაცხადა გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების კომიტეტის
თავმჯდომარემ, ეუთო-ს
საპარლამენტო ასამბლეაში
საქართველოს დელეგაციის
წევრმა მაია ბითაძემ ეუთო-ს
საპარლამენტო ასამბლეის
ზამთრის სესიაზე სიტყვით
გამოსვლისას.მაია ბითაძემ
აღნიშნა, რომ 2024 წლის
არჩევნები საქართველოში
იყო გადამწყვეტი მომენტი -
მომენტი, როდესაც
დემოკრატიამ გაუძლო ყველა
გამოწვევას.„საქართველომ
უმასპინძლა ეუთოს, ასევე
სხვა საერთაშორისო
ორგანიზაციებს და ხელი
შეუწყო მათ ქვეყანაში
ჩატარებულ არჩევნებზე
ეფექტიანი
ზედამხედველობის
პროცესში. ზოგიერთი ძალა
ცდილობს ამ რეალობის
დამახინჯებას, რაც ძირს
უთხრის არა მხოლოდ
საქართველოს დემოკრატიას,
არამედ თავად
ეუთოს.უსაფუძვლო
ბრალდებები რუსეთის
ჩარევის შესახებ,
ყოველგვარი
მტკიცებულებების გარეშე
და მსგავსი დამაზიანებელი
სპეკულაცია ხელს უწყობს
პოლიტიკურად მოტივირებული
დეზინფორმაციის
გავრცელებას. ეს
უსამართლოა,
განსაკუთრებით ისეთი
ქვეყნის მიმართ როგორიც
საქართველოა, რომლის
ტერიტორიის 20% რჩება
რუსეთის ოკუპაციის
ქვეშ.ღრმად
შემაშფოთებელია, რომ
ბატონი ჯო ვილსონის
დღევანდელი შენიშვნები
მჭიდროდ ასახავს
საქართველოს რადიკალური
ოპოზიციის ნარატივს,
თითქოს მისი მიმართვა
იმავე ხელით არის დაწერილი.
ეს არის სწორედ ის
ოპოზიცია, რომელმაც
საქართველოს ტერიტორიები
რუსეთს გადასცა, ქვეყანას
ავტორიტარული რეჟიმის
საშუალებებით მართავდა და
ადამიანის უფლებებსა და
საკუთრების უფლებებს
უგულებელყოფდა, რომელთა
დარღვევებიც
დადასტურებულია ადამიანის
უფლებათა ევროპული
სასამართლოს მიერ. არ
შემიძლია არ ვიკითხო: სად
იყო ეს ხმები, როცა რუსეთის
აგრესიას წინააღმდეგობას
ვუწევდით? რატომ გაჩუმდნენ,
როცა ქართველები ერთიანი
„ნაციონალური მოძრაობის“
მმართველობის ქვეშ
იტანჯებოდნენ? მათი
შერჩევითი აღშფოთება
თავისთავად პასუხობს
ყველა კითხვას.ნება
მომეცით ნათლად
განვაცხადო: ვერც ერთი
დეზინფორმაცია ვერ
გადაფარავს ქართველი
ხალხის ნებას. მათი ხმა
უნდა ისმოდეს და მათი
სუვერენიტეტი დაცული უნდა
იყოს. დემოკრატია ნიშნავს
არჩევნების შედეგების
აღიარებას, მოგწონთ ის თუ
არა. საქართველოს
ძალისხმევა, წვლილი
შეიტანოს დემოკრატიის
გაძლიერებაში, ურყევი
რჩება. თუმცა დღეს,
მოგიწოდებთ რომ დადგეთ
ჩვენთან, დადგეთ
დემოკრატიასთან. ეუთოს
დასკვნისთვის ძირის
გამოთხრა დაასუსტებს არა
მარტო საქართველოს, არამედ
მთელს ევროპას. ჩვენ არ
უნდა დავუშვათ, რომ ეს
მოხდეს“, - აღნიშნა მაია
ბითაძემ.