ვახო ბიჭიკაშვილს ბებია
გარდაეცვალა. ამის შესახებ
ვახო სოციალურ ქსელში წერს
და ემოციურ სტატუსს
გვიზიარებს.როგორც
იუმორისტი აღნიშნავს,
ეთერი ბებია, რომელიც 100
წლის გახდა, მან უკანასკნელ
გზაზე ვერ
გააცილა.„ამერიკაში რომ
მოვდიოდი ვუთხარი 100 წლის
რომ გახდები შენს
დაბადების დღეზე
ჩამოვალ-მეთქი, ბებომ
შეასრულა პირობა გახდა 100
წლის მე ვერ შევუსრულე
დანაპირები, რა თქმა უნდა
ვნანობ და განვიცდი ისე
როგორც განვიცდი იმას რომ
ვერ გავაცილებ უკანასკნელ
გზაზე, მადლობა ეთერ
ყველაფრისთვის, ძალიან
ბევრი მნიშვნელოვანი
მოგონება გიკავშირდება,
ვამაყობდი რომ დიდი ბებია 100
წლის მყავდა. დიდი ისტორიის
ბოლო აკორდი იყავი. მშვიდად
განისვენე შენს მარადიულ
სამყოფელში. ეთერ ბახტაძე
1925-2025“ – წერს ვახო
ბიჭიკაშვილი.