ვერ მიაღწევენ ვერც
მსხვერპლს, ვერანაირი
ლოგიკით და ვერც იმას, რაც
უნდათ,- განაცხადა „ქართული
ოცნების“ აღმასრულებელმა
მდივანმა მამუკა
მდინარაძემ.საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერმა
აღნიშნა ისიც, რომ დღეს
საქართველოს პარლამენტის
ერთ-ერთმა დეპუტატმა
ინგლისურენოვანი
შეტყობინება მიიღო, სადაც
საუბარია მსხვერპლზე.„მე
დღეს სუსს მივაწვდი ერთ-ერთ
დეპუტატთან გამოგზავნილ
წერილს ინგლისურ ენაზე,
თავისი ნომრით. გახსოვთ
ალბათ ჩემ მიერ
გამოქვეყნებული ფოტო,
რასაც ერთ-ერთი მოქალაქე
მწერდა აქციიდან. ზოგი
გაბრაზდა ამაზე
ხელოვნურად, ზოგმა ირონიით
სცადა გადაფარვა ამის და
ზუსტად 2-3 საათში ასევე ჩემ
მიერ გასაჯაროვდა ე.წ.
„სქრინები“, რომლის
მიხედვითაც, მათი ერთ-ერთი
საორგანიზაციო ჯგუფის
წევრები ადასტურებდნენ
ინფორმაციას და მერე
გაკმინდეს ხმა. ჰაერიდან
მოტანილი კი არ არის
მსხვერპლზე განცხადება.
ვერ მიაღწევენ ვერც
მსხვერპლს, ვერანაირი
ლოგიკით და ვერც იმას, რაც
ამათ უნდათ. რომ უნდათ და
ამაზე არსებობს
ინფორმაციები, ამას სუსის
განცხადებაც ადასტურებს
და მანამდე ჩვენი
ინფორმაციებიც, რაც მათგან
მოგვდის. დღეს ამ ყველაფერს
ემატება ღია, ჩვეულებრივი,
ოღონდ უცხოური ნომრით
ერთ-ერთ დეპუტატთან
მიღებული ინგლისურენოვანი
გზავნილი, სადაც
მსხვერპლზეა ლაპარაკი.
დაახლოებით ასეთი ტექსტია,
„სწორ მხარეს დადექით, რომ
მსხვერპლი არ იყოსო“.
დღესვე მივაწვდით ამას
სუსს და ასევე, ნომრის
დაფარვით გავასაჯაროებთ
ამ წერილს. ამაზეც იტყვიან,
რომ რა პრობლემაა, მაგრამ
ასე ნებისმიერ რამეს
იტყვიან“,- განაცხადა
მდინარაძემ.