პარლამენტის
ვიცე-სპიკერმა, პარტია
„ხალხის ძალის“
თავმჯდომარემ სოზარ
სუბარმა 2003-2012 წლებში
მოქმედი რეჟიმისა და
რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე, 2004-2008
წლებში საქართველოს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე
შექმნილი ვითარებისა და 2008
წლის აგვისტოს ომის
განხილვისას
გაერთიანებული შტაბების
ყოფილ ხელმძღვანელ ზაზა
გოგავას რამდენიმე კითხვა
დაუსვა.სოზარ სუბარის
კითხვები შეეხებოდა
კოდორის ხეობიდან ჯარის,
შინაგან საქმეთა
სამინისტროს ნაწილის
გამოყვანას, თუ ვის მიერ
იქნა ბრძანება გაცემული,
რაზეც გოგავამ უპასუხა: „
მე გავეცი“.კითხვაზე, თუ
რატომ არ მოხდა კოდორის
მოსახლეობის გაფრთხილება
გოგავამ განაცხადა, რომ ვერ
შეძლო გაფრთხილება.„ვერ
გავაკეთე და იმიტომ, ვერ
შევძელი, არის ხანდახან
ამბავი, რომ ერთმა კაცმა
უნდა აკეთოს და ვერ შევძელი
ამდენი,“-უპასუხა ზაზა
გოგავამ.