ვენესუელის უმაღლესმა
სასამართლომ TikTok-ი 10 მილიონი
დოლარით დააჯარიმა.
განჩინებაში წერია, რომ
ვრცელდება ისეთი
გამოწვევები, რომლებიც
არასრულწლოვანებისთვის
საზიანოა, სოციალურ ქსელს
კი პროცესის მართვის
ბერკეტი არ აქვს.TikTok-ს,
ჯარიმის გადასახდელად, 8
დღე აქვს. ინიციატივით
ვენესუელის პრეზიდენტი,
ნიკოლას მადურო ნოემბერში
გამოვიდა. მაშინ მან 2
ბავშვის გარდაცვალებაზე
ისაუბრა და თქვა, რომ
სოციალური ქსელი
არასრულწლოვანებისთვის
უნდა აიკრძალოს.