ვემშვიდობებით განსაკუთრებულ პიროვნებას... - პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს

Primetime.ge 3 საათი წინ 5
ვემშვიდობებით განსაკუთრებულ პიროვნებას... - პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს
ვრცელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს სამძიმრის წერილი ნუგზარ ბაგრატიონის გარდაცვალების გამო, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:„დიდად ვწუხვართ ბატონი ნუგზარის გარდაცვალების გამო. ბაგრატიონთა დიდებული გვარის გამორჩეული წარმომადგენელი დღეს განსასვენებელს სვეტიცხოვლის დედა ეკლესიაში ჰპოვებს.ვემშვიდობებით განსაკუთრებულ პიროვნებას, წარმომავლობის გამო საუკუნეთა სიღრმედან უხილავად თითოეულ ჩვენგანთან დაკავშირებულს… და შევთხოვთ უფალს, სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკვართ მომადლოს მშვიდობა და ლოცვის ძალა, რადგან ლოცვითი შეწევნა ყველასათვის და, პირველ რიგში, იმქვეყნად ახლადდამკვირებულთათვის, ფრიად საჭიროა და მნიშვნელოვანი.ღმერთმა დაგლოცოთ,ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“,- ვკითხულობთ სამძიმრის წერილში. 
სრულად წაიკითხეთ სტატია