ფრაქცია "ქართული ოცნების"
თავმჯდომარის პირველი
მოადგილე არჩილ გორდულაძე,
"დღის კურიერის" ეთერში,
სამართლებრივი
პასუხისმგებლობის
დადგომაზე საუბრობს."ჩვენ
არასდროს არ ვკარგავთ
ობიექტურობას და ვამბობთ,
რომ ძალადობა არის
კატეგორიულად მიუღებელი.
ჩვენ ვხედავდით სისტემურ
ძალადობას კონკრეტული
ჯგუფისგან და ეს ჯგუფი
პატარა ნამდვილად არ იყო.
არცერთი გამოსვლა არ
ყოფილა აქციებზე,
პროტესტის დროს არავინ
სიტყვით არ გამოსულა და
არავითარი მოთხოვნა არ
დაუფიქსირებიათ და როგორც
კი ნახავდნენ ადამიანების
გარკვეულ რაოდენობას,
მაშინვე იწყებდნენ სროლას,
ადამიანების ცოცხლად
დაწვის მცდელობები იყო,
გაანადგურეს
ინფრასტრუქტურა და ეს
ყველაფერი იყო
გამოყენებული
გადატრიალების
მცდელობისთვის. ამ დროს
სამართალდამცავები
იყენებდნენ ადეკვატურ
ღონისძიებებს.ერთი კვირაა
გასული, ველოდებით,
შეგროვდეს შესაბამისი
მტკიცებულებები,
გამოძიება მიმდინარეობს
და აუცილებლად დადებს
თავის შედეგებს. თუ ვინმეს
საქმეში და ქმედებებში
არის ძალადობის ნიშნები, ეს
საქმე აუცილებლად იქნება
გამოძიებული,"- აცხადებს
არჩილ გორდულაძე.