საპარლამენტო პოლიტიკური
ჯგუფის "გირჩი" წევრი,
ალექსანდრე რაქვიაშვილი
მოახლოებულ არჩევნებზე
საუბრობს. როგორც
რაქვიაშვილმა "დღის
კურიერში" სტუმრობისას
განაცხადა, პოლიტიკურ
ველზე განსხვავებული და
ახალი პროცესები არ
მიმდინარეობს, არავინ
საუბრობს, რა ნაბიჯებს
გადადგამენ მას შემდეგ
პარტიები, თუ გამარჯვებას
მოიპოვებენ."მე ველოდები,
რომ ქართველი ხალხი
დაინახავს განსხვავებას
ჩვენსა და დანარჩენ
პარტიებს შორის და იმხელა
მანდატს მოგვანიჭებს, რომ
26-ში საღამოს ირაკლი
კობახიძე და თინა ბოკუჩავა
ერთდროულად დაგვირეკავენ,
რომ დავიწყოთ
მოლაპარაკება კოალიციაზე.
ეს არის ჩვენი პოლიტიკური
მიზანი, რომ ჩვენ არა მარტო
პარლამენტში ყოფნა გვინდა,
ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი
იდეები განხორციელდეს,
ჩვენი დაპირებები რეალური
გახდეს. ამისთვის
გვჭირდება, რომ სხვა
პარტიებს დასჭირდეთ ჩვენი
ხმები მთავრობის
ჩამოყალიბებისთვის და
იმედი მაქვს, ასეც
მოხდება.რომ ვაკვირდები
პოლიტიკურ ველს, არაფერი არ
ხდება მნიშვნელოვანი.
იგივე თამაშია, სადაც
არავინ ლაპარაკობს, როგორ
შეცვლიან ამ ქვეყანას, როცა
გაიმარჯვებენ და ა.შ.ყველა
თანხმდება, რომ ეს რაღაც
გადამწყვეტი ბრძოლაა,
მაგრამ მათ ქცევაში ეს არ
გამოიხატება. გადამწყვეტ
ბრძოლას მოიგებ, მერე
ქვეყანა ხომ რადიკალურად
უნდა შეცვალო? ეს ხომ არ
შეიძლება დაილექოს
აგენტების კანონის
გაუქმებაზე და ათას ლარიან
პენსიაზე. ეს ხომ არ
შეიძლება რადიკალური
ცვლილება იყოს
ქვეყნისთვის? ქვეყანას ხომ
ბევრად უფრო მეტი სჭირდება,
ამიტომ, ერთადერთი პარტია
ვართ, ვინც არა მარტო
ამბობს, რომ შესაცვლელია,
მნიშვნელოვანია როგორ
ვამბობთ, ვიცავთ ჩვენს
პოზიციას, ვდებატობთ. იმედი
მაქვს, ამას დააფასებს
ქართველ ხალხი,
მხარდაჭერას მივიღებთ," -
აცხადებს ალექსანდრე
რაქვიაშვილი.