ამერიკული FARA-ს ანალოგი და
ბრიტანული მოდელის
მიხედვით მომზადებული
მედიის შესახებ
კანონპროექტები ბიუროს
სხდომაზე ორშაბათს
დაინიცირდება.უმრავლესობა
დარწმუნებულია, რომ
ცვლილებები ქვეყანაში
არაერთ სპეკულაციას
დაასრულებს."ჩვენ ვგეგმავთ
FARA-ს მიღებას და ასევე
ბრიტანული მედიის შესახებ
კანონმდებლობის მიღებას.
ორივე დოკუმენტი იქნება
წარდგენილი ერთი ერთში
ორიგინალთან, ჩვენ არ
ვაპირებთ რაიმე
ცვლილებების შეტანას. FARA
უზრუნველყოფს მაქსიმალურ
დაცვას გარე ჩარევებისგან
და თქვენ იცით, რომ FARA ერთი
საუკუნეა ლამის
უზრუნველყოფს ამხელა
სახელმწიფოს გარე
ჩარევებისგან და იცავს მას,
ისევე, როგორც გვინდა, რომ
ბრიტანული კანონმდებლობით
მაქსიმალურად დავიცვათ
ჩვენი მოქალაქეები
დეზინფორმაციისგან", -
აცხადებს პარლამენტის
გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების
კომიტეტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე ლადო
ბოჟაძე.