ვახტანგ ჩოჩია: "ოპოზიციას არ აქვს არანაირი კონკრეტული გეგმა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ისინი არიან ეგზალტირებულები, უბრალოდ - ემოციურ მდგომარეობაში"

Primetime.ge 3 კვირის წინ 14
ვახტანგ ჩოჩია: "ოპოზიციას არ აქვს არანაირი კონკრეტული გეგმა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ისინი არიან ეგზალტირებულები, უბრალოდ - ემოციურ მდგომარეობაში"
 საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსის, ვახტანგ ჩოჩიას განცხადებით, ოპოზიციას არ აქვს არანაირი კონკრეტული გეგმა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ისინი უბრალოდ ემოციურ მდგომარეობაში არიან.მისი განმარტებით, ოპოზიცია ცდილობს, ემოციური მუხტი არ დავარდეს და საზოგადოებამ კვლავ განაგრძოს ძალადობრივ პროცესებში მონაწილეობა."ოპოზიციას არ აქვს არანაირი კონკრეტული გეგმა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ისინი არიან ეგზალტირებულები, უბრალოდ - ემოციურ მდგომარეობაში. მათ არ დაუანონსებიათ არანაირი კონკრეტული ნაბიჯი, ვინაიდან არ იციან, თუ როგორ უნდა მოახდინონ, ერთი მხრივ, საზოგადოების კონსოლიდაცია იმისთვის, რომ ძალადობრივი გზით შეიცვალოს ხელისუფლება და, მეორე მხრივ, როგორ უნდა დაარწმუნონ ქვეყნის პარტნიორები, რომ მათი მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯები არის ქართველი ხალხის ნება. ცდილობენ, რომ ეს ემოციური მუხტი არ დავარდეს და საზოგადოებამ კვლავ განაგრძოს ჩართულობა იმ ძალადობრივ პროცესში, რომლებსაც უკვე რამდენიმე დღეა ვხედავთ", - განაცხადა ვახტანგ ჩოჩიამ.
სრულად წაიკითხეთ სტატია