ვახტანგ ჩოჩია: არსებობს ეჭვი, რომ „ისფედი“ ცდილობს რაღაც მანიპულაციები განახორციელოს მის გამოსაქვეყნებელ მონაცემებში, ეს საზოგადოებისთვის ალტერნატიული რეალობის შექმნას ემსახურება

Primetime.ge 3 თვის წინ 33
ვახტანგ ჩოჩია: არსებობს ეჭვი, რომ „ისფედი“ ცდილობს რაღაც მანიპულაციები განახორციელოს მის გამოსაქვეყნებელ მონაცემებში, ეს საზოგადოებისთვის ალტერნატიული რეალობის შექმნას ემსახურება
არსებობს ეჭვი და შესაძლებლობა, რომ ისინი [„სამართლიანი არჩევნები“ ]ცდილობენ რაღაც მანიპულაციები განახორციელონ მათ მიერ გამოსაქვეყნებელ მონაცემებში, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი, ვახტანგ ჩოჩია.„ეს კიდევ ერთხელ ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საზოგადოებისთვის ალტერნატიული რეალობის შექმნას, სადაც თითქოს ოპოზიცია არის გამარჯვებული. ოპოზიციას ჰყავს ჩამოყალიბებული ხელისუფლება და ისინი ცდილობენ გარკვეული სიმულაცია შექმნან, სადაც საკუთარ მნიშვნელობას და საკუთარ ფასს გაუსვამენ ხაზს, თუმცა ეს ქმედებები უკვე ქართველმა საზოგადოებამ კარგად იცის. მმართველმა გუნდმა ისინი უკვე რამდენჯერმე ამხილა“, - აღნიშნავს ჩოჩია.ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგებს საზოგადოებისგან კვლავ მალავს. გენერალურმა პროკურატურამ „პივიტის“ შედეგები ორგანიზაციისგან რამდენიმე დღის წინ გამოითხოვა, „ისფედმა“ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ სამართალდამცავ უწყებას ხმის პარალელური დათვლის შედეგებს გადასცემდა, თუმცა ამ დრომდე გამოთხოვილი ინფორმაცია გენერალურ პროკურატურაში არ გაუგზავნიათ.
სრულად წაიკითხეთ სტატია