დღეიდან იწყება ელდარ
შენგელაიას შემოქმედების
სიცოცხლე, რომელიც მის
ცხოვრებაშივე იყო
აღიარებული, მაგრამ
დღეიდან მაინც სულ სხვა
აღიარება ექნება ამ
ყველაფერს,- განაცხადა
მუსიკოსმა ვახტანგ
კახიძემ რეჟისორ ელდარ
შენგელაიას
სამძიმარზე.„უდიდესი
ადამიანი დაკარგა
საქართველომ ელდარ
შენგელაიას სახით. უდიდესი
შემოქმედი, პატრიოტი. მან
თავისი ცხოვრების
განმავლობაში ეს ბევრჯერ
დაამტკიცა და დღეიდან
იწყება სხვა ცხოვრება. მისი
შემოქმედების სიცოცხლე
იწყება დღეიდან, რომელიც
უკვე მის ცხოვრებაშივე იყო
აღიარებული, მაგრამ
დღეიდან მაინც სულ სხვა
აღიარება ექნება ამ
ყველაფერს“,- განაცხადა
კახიძემ.ლეგენდარული
კინორეჟისორი 92 წლის
ასაკში გარდაიცვალა.