ვახო სანაია: გამოდის, რომ 6 წლის განმავლობაში საზოგადოებას უმალავდნენ, რომ ქვეყანას დაუკარგავს მილიონი კვადრატული მეტრი მიწა. ამის შესახებ იცოდა ყველამ და დაფარეს

News.ge 13 საათი წინ 13
ვახო სანაია: გამოდის, რომ 6 წლის განმავლობაში საზოგადოებას უმალავდნენ, რომ ქვეყანას დაუკარგავს მილიონი კვადრატული მეტრი მიწა. ამის შესახებ იცოდა ყველამ და დაფარეს
ჟურნალისტი ვახო სანაია:
ეს არალეგიტიმური კომისია დასკვნაში ჩაწერს, რომ გახარიას გამო ტერიტორიები დაიკარგა. ამით თავის თავსაც გამოუტანენ განაჩენს.
გამოდის, რომ 6 წლის განმავლობაში საზოგადოებას უმალავდნენ, რომ ქვეყანას დაუკარგავს მილიონი კვადრატული მეტრი მიწა. ამის შესახებ იცოდა ყველამ და დაფარეს. არსად არასდროს არ უთქვამთ. უფრო მეტიც, კაცი, რომელსაც ახლა ასამართლებენ და მრავალწლიან სასჯელს უმზადებენ, დააწინაურეს და პრემიერ-მინისტრად დაამტკიცეს. ,,კომისიის” სხდომაზე თავადვე ჰყვებიან, რომ ყველამ ყველაფერი იცოდა. საქმის კურსში იყო სუსით დაწყებული ინფრასტრუქტურის მინისტრით დამთავრებული.
ეს ხდებოდა 2019 წლის აგვისტოში.
2019 წლის სექტემბერში მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ახლა უკვე დამნაშავედ გამოცხადებული გახარია მაშინ, ჩორჩანის ამბების შემდეგ, პრემიერ-მინისტრად წარადგინა. ,,ქართულმა ოცნებამ” ერთხმად დაუჭირა მხარი. ანუ ქვეყანაში თუ მილიონი კვადრატული მეტრი მიწაა დაკარგული და ამაში დამნაშავეა გახარია, მხარს რატომ უჭერ ?! ამავე კაბინეტში გახარიასთან ერთად მუშაობას განაგრძობენ სუსის უფროსობიდან შს მინისტრად გადაყვანილი გომელაური, ვიცე-პრემიერი წულუკიანი, თავდაცვის მინისტრის რანგში მთავრობის წევრი ხდება ღარიბაშვილი.
ცალკე საკითხია მამუკა ბახტაძე, რომელიც ჩორჩანის ამბების დროს პრემიერ-მინისტრი იყო. ან მან მისცა საბოლოო თანხმობა გახარიას გეგმას საგუშაგოსთან დაკავშირებით ან მისი გვერდის ავლით მოხდა. აქედან გამომდინარე, ან ბახტაძეც უნდა გაასამართლონ იმავე მუხლით ან სხვა მუხლით, რაც ამ ყველაფრის დამალვას გულისხმობს.
მათივე მოსალოდნელი დასკვნის მიხედვით, ყველა დასაჭერია – პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, მამუკა ბახტაძე, ვახტანგ გომელაური, ალექსანდრე ტაბატაძე, თეა წულუკიანი… ახლა გვიყვებიან, მიწები დაიკარგაო და ამას 6 წელი მალავდნენ.
ვაი თქვენს პატრონს.
იმისთვის, რომ გახარიას პატიმრობა მიუსაჯონ, თუნდაც დაუსწრებლად, ტიპები თავის განაჩენს წერენ. მათი ლოგიკით ასე გამოდის, მაგრამ მთელი უბედურება ამათი საქციელის ისაა, რომ რუსებს უყვებიან, რამდენიც გინდათ, გადმოწიეთ საოკუპაციო ხაზი, აქედან ხმას არავინ გაგცემთო. ნეტა ალექსანდრე ტაბატაძეს რა უხარია. ერთი სიტყვა რატომ არასდროს უთქვამს, ახლა რომ გვიყვება მიწები დაიკარგაო.
გავიმეორებ – ამ კომისიაზე თქმული თითოეული სიტყვა ამ და სხვა თემებზე მათ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული მომავალში ნამდვილ საგამოძიებო კომისიაზე. ასე რომ, გააგრძელეთ 🙂
PS
რაც შეეხება იმას, რეალურად რა მოხდა ჩორჩანასთან დაკავშირებით, რა უძღოდა წინ, რა გეგმით მოქმედებდნენ ოკუპანტები და რა არის შედეგი; ამასთან, რას და რატომ აკეთებს სინამდვილეში ეს კომისია, ამაზე ცალკეა დასაწერი
სრულად წაიკითხეთ სტატია