ვატო შაქარიშვილი: ჩვენ ვფიქრობთ, რომ პროკურატურამ სხვა მუხლებითაც უნდა წარმართოს გამოძიება, რაც შეეხება საქართველოში კონსტიტუციური წყობილებისა და მისი უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ პროცესების დაფინანსებას

Primetime.ge 2 თვის წინ 210
ვატო შაქარიშვილი: ჩვენ ვფიქრობთ, რომ პროკურატურამ სხვა მუხლებითაც უნდა წარმართოს გამოძიება, რაც შეეხება საქართველოში კონსტიტუციური წყობილებისა და მისი უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ პროცესების დაფინანსებას
ჩვენ ვფიქრობთ, რომ პროკურატურამ სხვა მუხლებითაც უნდა წარმართოს გამოძიება, რაც შეეხება საქართველოში კონსტიტუციური წყობილებისა და მისი უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ პროცესების დაფინანსებას, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა.იგი დღეს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საჭიროა, გამოძიება სხვა მუხლებითაც მიმდინარეობდეს.„დღეს ჩვენ ვნახეთ პროკურატურის განცხადება და იქ საუბარია 318-ე და 319-ე მუხლებზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პროკურატურამ სხვა მუხლებითაც უნდა წარმართოს გამოძიება, რაც შეეხება საქართველოში კონსტიტუციური წყობილებისა და მისი უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ პროცესების დაფინანსებას. მთლიანად 321-ე მუხლის პრიმა ნაწილი არის სწორედ ის, რაზეც ჩვენ დღეს გველაპარაკება დონალდ ტრამპი, ილონ მასკი, რობერტ კენედი უმცროსი, სენატორები, კონგრესმენები და სხვა ოფიციალური პირები არა მათი შეფასებებით, არამედ კონკრეტული დოკუმენტებით.გასაჯაროებული დოკუმენტით, საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ქვეყანაში 41 მლნ დოლარზე მეტი შემოვიდა პოლიტიკურ საარჩევნო პროცესებზე ზეგავლენის მიზნით. ჩვენ გვაქვს დასაბუთებული ვარაუდი, ეს ყველაფერი შემდგომში განვითარებული პროცესებით დასტურდება, რომ ეს ფული მოხმარდა საქართველოში სწორედ არჩევნების დელეგიტიმაციის საკითხის დაყენებას და რევოლუციური პროცესების განვითარებას“, - განაცხადა შაქარიშვილმა.მისივე თქმით, პროკურატურაში წარადგენენ ასზე მეტ საჯარო განცხადებასა და მოწოდებას, რაც უკვე არის „317-ე მუხლისთვის საინტერესო“.„ჩვენ საჯაროდ გვესმოდა პირდაპირი მოწოდებები საქართველოში კონსტიტუციური წყობილების დამხობის შესახებ. ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვიდეომასალასაც ვამზადებთ. მათი ძირითადი საყრდენი სიტყვა იყო „ჩამოშლა“. ამ თვეების განმავლობაში, ალბათ რამდენიმე ათასჯერ აქვთ გამოყენებული ეს სიტყვა სხვადასხვა სპიკერს, პოლიტიკოსს, „ენჯეოს“ წარმომადგენელს, რომლებიც ჩართული იყვნენ საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობის საქმეში. მთელი მათი მიზანი იყო ჩამოშლა და ამ სიტყვას ისინი ყველაზე ხშირად გამოიყენებდნენ“, - აღნიშნა შაქარიშვილმა.მისივე თქმით, ასეთ განცხადებებს ისინი პროკურატურაში წარადგენენ, რათა მტკიცებულებების კვალიფიკაცია მიეცეს. ამდენად შაქარიშვილი საჭიროდ მიიჩნევს, რომ ჩამონათვალს ასევე 317-ე მუხლიც დაემატოს.საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე და დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟზე გამოძიება დაიწყო.
სრულად წაიკითხეთ სტატია