უმნიშვნელოვანესი პროცესი
წამოიწყო საქართველოს
პროკურატურამ და ჩვენ მზად
ვართ, რომ ამას ხელი
შევუწყოთ, - განაცხადა
„ერთიანი ნეიტრალური
საქართველოს“ ერთ-ერთმა
დამფუძნებელმა, ვატო
შაქარიშვილმა საგამოძიებო
კომისიის შექმნის
ინიციატივაზე
საუბრისას.მისივე თქმით,
ქვეყნის ეროვნული
ინტერესების საბოტაჟი,
დაზიანება და ქვეყნის
წინააღმდეგ მოქმედება
სხვისი დავალებითა და
სხვისი ფულის გამო დასჯადი
უნდა გახდეს.„დღეს მე ვარ
ამაყი მოქალაქე
გამომდინარე იქიდან, რომ ამ
ყველაფერს [საგამოძიებო
კომისიის შექმნას]
ვადევნებ თვალყურს.
იქმნება პრეცედენტი, რომ
ჩვენი ქვეყნის ეროვნული
ინტერესების საბოტაჟი,
დაზიანება და ჩვენი
ქვეყნის წინააღმდეგ
მოქმედება სხვისი
დავალებით და სხვისი ფულის
გამო უნდა გახდეს დასჯადი.
ეს არ უნდა იყოს მხოლოდ
პოლიტიკური შეფასების
საქმე. გამომდინარე
გეოპოლიტიკური
ვითარებიდან, რეგიონში
არსებული მდგომარეობიდან,
იმ მემკვიდრეობიდან, რაც
მივიღეთ „ნაციონალური
მოძრაობის“ რეჟიმისგან,
დროში ძალიან გაიწელა ეს
პროცესი, რომ კანონიერად,
ერთხელ და სამუდამოდ
მოგვეხდინა რეაგირება იმ
დანაშაულებზე, რაც წლების
განმავლობაში ჩვენს
თვალწინ ხდებოდა და ამაზე
პასუხს არავინ აგებდა.
დამკვიდრდა და რაღაცნაირი
ლეგალიზება მოხდა
აგენტობის და საკუთარი
ქვეყნის ინტერესების
ღალატის. მათ შორის, გიორგი
გახარია, რომელიც
ხელისუფლების და ხალხის
ნდობას, რომელიც მის
მიმართაც იყო, როცა 2020-ში
აირჩიეს „ქართული
ოცნების“ გუნდი, იყენებდა
სხვისი ინტერესების
სასარგებლოდ. უამრავი
შეკითხვა არსებობს
ამასთან დაკავშირებით,
დაწყებული მისი შს
მინისტრობიდან, პრემიერის
თანამდებობიდან ამ ფორმით
წასვლით გაგრძელებული,
როდესაც მან რეალურად არა
მხოლოდ „ქართული ოცნების“
გუნდი, არამედ სახელმწიფო
დააყენა ჩამოშლის
საფრთხის წინაშე. როდესაც
მან კანონის აღსრულებაზე
უარი თქვა და მელიას
თავისუფლების გამო
გადადგა საქართველოს
პრემიერ-მინისტრობის
თანამდებობიდან. ასევე,
ძალიან მნიშვნელოვანი
გარემოებაა, სოფ.
ჩორჩანაში, ეს არის ე.წ.
საოკუპაციო ხაზის
გასწვრივ, გახარიამ შს
მინისტრობის დროს
განათავსა საპოლიციო
პოსტი, რამაც ძალიან
სერიოზული პროცესები
გამოიწვია ოკუპანტის
მხრიდან. იცით, რომ ასეთი
ქმედებები და მოვლენები,
რაც საზღვრისპირას
ვითარდება ხოლმე
„ნაცმედიის“ ისტერიის
საგანი ხდება. თავს
გვაჩვენებენ, რომ ისინი
დაინტერესებულები არიან
ამ ამბით და ჩვენი ქვეყნის
ბედით ამ მიმართულებით. ეს
რატომღაც არ მოხვდა მათ
საინფორმაციო ველში და არ
უსაუბრიათ ამ თემაზე.
ჩნდება კითხვები, თუ რატომ?
იყო ეს გამიზნული მცდელობა
იმისთვის, რომ მომხდარიყო
დესტაბილიზაცია და
შექმნილიყო საფრთხეები
ჩვენი ქვეყნის ოკუპანტის
მხრიდან? გახარია იყო
„ქართული ოცნების“
წარმომადგენელი, მაგრამ
საბოტაჟს ახდენდა და
რეალურად აბსოლუტურად
განსხვავებულ პოლიტიკას
ახორციელებდა, რაც ჰქონდა
გუნდს. იქნებოდა ეს კლუბ
„ბასიანში“ შესვლა, 20
ივნისს აბსოლუტურად
გაუმართლებელი
გადაწყვეტილებები თუ სხვა.
მას შემდეგ, საქართველოს
პარლამენტზე არაერთხელ
მოხდა შეტევა. იყო
გაცილებით მასშტაბური,
ორგანიზებული შეჭრის
მცდელობები, მაგრამ ამ
დონის, ასეთი სისხლით და
დაზიანებებით არ
დასრულებულა არცერთი
ფაქტი. ხომ უნდა დავსვათ
კითხვა- რატომ მოხდა ეს? თუ
შეიძლებოდა ამის თავიდან
არიდება და ჩვენ ვხედავთ,
რომ შეიძლებოდა. ეს
ადამიანები, ხაზარაძე
იქნება ეს, გახარია თუ
კოლექტიური
„ნაცმოძრაობის“ სხვა
წარმომადგენლები,
საქართველოს პოლიტიკაში
არიან მხოლოდ იმისთვის, რომ
დააზიანონ ჩვენი ქვეყნის
ეროვნული ინტერესები და
ჩვენი ქვეყანა გამოიყენონ
პლაცდარმად და შესწირონ
სხვის ინტერესებს. ამას
აკეთებენ ისინი ფულის
სანაცვლოდ, რაზეც
მეტყველებს აშშ-ის ახალი
ადმინისტრაციის არაერთი
განცხადება და დოკუმენტი.
შესაბამისად,
უმნიშვნელოვანესი პროცესი
წამოიწყო საქართველოს
პროკურატურამ და ჩვენ მზად
ვართ, რომ ამას ხელი
შევუწყოთ“,- აღნიშნა
შაქარიშვილმა.