ვარშავაში ქართველების
ჯგუფის ჩხუბის შედეგად
საქართველოს ერთი
მოქალაქე მოკლეს, - ამის
შესახებ ინფორმაციას
ვარშავის პოლიცია და
პოლონური მედია
ავრცელებს.მედიის ცნობით,
საქართველოს 31 წლის
მოქალაქე საავადმყოფოში
გარდაიცვალა, მას შემდეგ,
რაც ის კონსტიტუციის
მოედანზე მდებარე
რესტორნის წინ მომხდარ
ჩხუბში მკერდის არეში
დანით დაჭრეს.პოლიციის
ინფორმაციით, მის გარდა
ჩხუბში საქართველოს კიდევ
სამი მოქალაქე
დაშავდა.გამოცემა Polsat News-ის
ცნობით, ჩხუბში 8 ადამიანი
მონაწილეობდა.
ინციდენტთან
დაკავშირებით, პოლონელმა
სამართალდამცველებმა
საქართველოს სამი
მოქალაქე
დააკავეს.ცნობისთვის, ცოტა
ხნის წინ პოლონეთის
საგარეო საქმეთა
სამინისტროს სპიკერმა,
იაცეკ დობჟინსკიმ
განაცხადა, რომ 2024 წელს
პოლონეთში საქართველოს 1895
მოქალაქე დააკავეს, მათგან
136 - დააპატიმრეს. მისი თქმით,
გასულ წელს პოლონეთიდან
საქართველოს 2589 მოქალაქე
გააძევეს, ხოლო 322 პოლონეთის
პენიტენციურ
დაწესებულებებში
იმყოფება.მედია აღნიშნავს,
რომ ვარშავაში
ქართველებისგან შემდგარი
დაჯგუფებების პრობლემებზე
ცოტა ხნის წინ ვარშავის
მერმა, რაფალ
ტჟასკოვსკიმაც ისაუბრა.