ყურადღებით ვაკვირდებით
განცხადებებს, როცა
ევროკავშირის
ბიუროკრატები ცდილობენ
ზეგავლენის მოხდენას და
ინსტრუქციების მიცემას
ევროკავშირის წევრი
ქვეყნების უმაღლესი
თანამდებობის
პირებისთვის, რაც
შემაშფოთებელია, – ამის
შესახებ პარლამენტის
ევროინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარემ,
ლევან მახაშვილმა
განაცხადა.მახაშვილის
თქმით, ეს ახალი არ არის,
რადგან ევროკავშირის
ბიუროკრატებს მსგავსი
დამოკიდებულება აქვთ არა
მხოლოდ წევრი ქვეყნების,
არამედ მესამე ქვეყნების
მიმართაც.„ალბათ, ნელ-ნელა
მწიფდება ის დრო, როცა
ევროკავშირში სერიოზულად
უნდა დაიწყონ იმაზე ფიქრი
და საუბარი, როგორ შეიძლება
მოხდეს კომპეტენციების
იმგვარად გამიჯვნა, რომ
ერთი მხრივ, ევროკავშირს
თავისი კომპეტენცია
ჰქონდეს და ამ პირობებში
იმოქმედოს, ხოლო მეორე
მხრივ, რაც განეკუთვნება
წევრი ქვეყნების
სუვერენიტეტს და
ექსკლუზიურ უფლებებს, ამ
საკითხებზე წევრმა
ქვეყნებმა
გადაწყვეტილებები თავად
მიიღონ, იმის განურჩევლად,
ეს ბრიუსელში
ბიუროკრატიას მოსწონს თუ –
არა და ეთანხმება თუ – არა.
რაღაც საკითხებია, რაზეც
დედაქალაქები
ექსკლუზიურად იღებენ
გადაწყვეტილებებს.ალბათ,
მოვიდა დრო, რომ ასეთ
საკითხებზე ვისაუბროთ,
რათა ისე არ მოხდეს, რომ
წევრ ქვეყნებს თავიანთი
ხედვა ჰქონდეთ თავიანთი
სახელმწიფოების
განვითარებაზე და ეს
წინააღმდეგობაში მოდიოდეს
ბიუროკრატების
წარმოდგენებში, რის გამოც
წევრ ქვეყნებზე ზეწოლას და
გავლენას ახდენდნენ.
შემაშფოთებელი
განცხადება იყო, რაც
ვიხილეთ, მაგრამ მეორე
მხრივ, საყურადღებო
განცხადებაა, რადგან დიდი
იმედი გვაქვს, რომ ეს
საფუძველს დაუდებს
სერიოზულ დისკუსიებს,
როგორ წარმოუდგენია
ევროკავშირს თავისი
მომავალი“, – განუცხადა
ლევან მახაშვილმა
საქართველოს პირველ
არხს.ცნობისთვის,
სლოვაკეთის
პრემიერ-მინისტრმა, რობერტ
ფიცომ სოციალურ ქსელში
დაწერა: „კალასის
გაფრთხილება ადასტურებს,
რომ ჩვენ გვჭირდება
ევროკავშირში დემოკრატიის
არსის განხილვა იმის
შესახებ, რაც მოხდა
რუმინეთსა და საფრანგეთში
საპრეზიდენტო არჩევნებთან
დაკავშირებით, დასავლეთის
მიერ საქართველოსა და
სერბეთში ორგანიზებულ
„მაიდნებთან“
დაკავშირებით“. ფიცო
გამოეხმაურა ევროკავშირის
უმაღლესმა
წარმომადგენლის, კაია
კალასის მიერ 9 მაისის
აღლუმში მონაწილეობასთან
დაკავშირებით გაკეთებულ
განცხადებას, სადაც მან
აღნიშნა: „9 მაისის აღლუმში
ან საზეიმო ღონისძიებაში
ნებისმიერი სახის
მონაწილეობა არ იქნება
მსუბუქად აღქმული
ევროპული მხარის მიერ“.
როგორც სლოვაკეთის
პრემიერ-მინისტრმა
აღნიშნა, „კალასისგან
გაფრთხილება და მუქარა
უპატივცემულობაა“. მისივე
თქმით, სუვერენული ქვეყნის
ლეგიტიმური
პრემიერ-მინისტრია და
არავის შეუძლია, უკარნახოს,
სად შეუძლია წასვლა და სად
– არა.