ვაგრძელებთ ვალდებულებების შესრულებას, რაც ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული, მზაობა თუ იქნება, რომ მოლაპარაკებების ეტაპზე გადავიდეთ, შეთანხმებას ხელს მოვაწერთ - გიორგი კახიანი

Primetime.ge 2 კვირის წინ 23
ვაგრძელებთ ვალდებულებების შესრულებას, რაც ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული, მზაობა თუ იქნება, რომ მოლაპარაკებების ეტაპზე გადავიდეთ, შეთანხმებას ხელს მოვაწერთ - გიორგი კახიანი
საპროტესტო აქციებმა ისეთი ხასიათი მიიღო, რომ რაიმე გამოხატული მოთხოვნა არ არის. ჩემთვის გაუგებარია, აქციებზე რა მოთხოვნები აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა.კახიანის თქმით, ხელისუფლებამ არაერთხელ თქვა, რომ აგრძელებს იმ ვალდებულებების შესრულებას, რაც ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.„აქციაზე არ არის გამოსვლები, ამ ყველაფერს არ აქვს მიტინგების ხასიათი, მოთხოვნების დაყენება არ ხდება. საუბარი თუ არის იმაზე, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი რაც შეიძლება ეფექტიანად უნდა მიმდინარეობდეს, ხელისუფლებამ არაერთხელ თქვა, რომ ვაგრძელებთ იმ ვალდებულებების შესრულებას, რაც ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. მეტიც, ევროკავშირის სტრუქტურებისგან მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლას ველოდებით. ჩვენი მხრიდან არც არაფრის შეჩერება არ მომხდარა. სამწუხაროდ, სტატუსის მექანიზმი გამოიყენებოდა შანტაჟისთვის. მზაობა თუ იქნება, რომ მოლაპარაკებების ეტაპზე გადავიდეთ, შეთანხმებას ხელს მოვაწერთ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.რაც შეეხება ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ მოთხოვნას, კახიანის შეფასებით, ეს უსაფუძვლო მოთხოვნაა.„ყველა ხვდება, რომ სრულიად უსაფუძვლო მოთხოვნაა. აღქმა შექმნეს, თითქოს, არჩევნები გაყალბდა, თუმცა ყველამ ნახა, რომ ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ეუთო/ოდირი არჩევნებს ლეგიტიმურად ცნობს და მიუხედავად ამისა, გაყალბებაზე როცა საუბრობ, ამას ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ მოჰყვება. საქართველოში რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება, რადგან უკვე ჩატარდა და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია