ექსპორტში ევროკავშირის დაბალი წილი საგანგაშოა – გიორგი გუდაბანძე

News.ge 1 თვე წინ 37
ექსპორტში ევროკავშირის დაბალი წილი საგანგაშოა – გიორგი გუდაბანძე

“ექსპორტში ევროკავშირის დაბალი წილი საგანგაშოა”, – ამის შესახებ SavvY-ის ასოცირებულმა პარტნიორმა, გიორგი გუდაბანძემ BMG-სთან განაცხადა.
საქმე ის არის, რომ საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი რეკორდულად შემცირდა. 2014 წლის 10 თვეში ქართველმა ბიზნესმენებმა ევროკავშირის ქვეყნებში მხოლოდ 456 მილიონი დოლარის პროდუქცია გაიტანეს. საქართველოს მთლიან ექსპორტში ევროკავშირის წილი 10%-ს ჩამოსცდა და 8.4% შეადგინა.
“ქვეყანა და კერძო სექტორი არ არის მზად ბაზრისთვის, რომელსაც მაღალი დონის მოთხოვნები აქვს. ამასთან, ევროკავშირის ბაზარზე საქართველოს, როგორც კონკრეტული დასახელების პროდუქტების მიმწოდებელი ქვეყნის ცნობადობა, საკმაოდ დაბალია. შესაბამისად, გრძელვადიან ბიზნეს ურთიერთობებში ევროპელ შემსყიდველებს ნდობა არ აქვთ. ამასთან, პრობლემაა ლოგისტიკა, რომელიც საქართველოს კონკურენტუნარიანობას ხელს უშლის. იმ გეოგრაფიულ შესაძლებლობებს, რომლებიც გვაქვს, არ ვიყენებთ. შესაბამისად, ეს ყველაფერი იმაში აისახება, რომ ჩვენი ექსპორტის წილი დაბალია”, – განაცხადა გიორგი გუდაბანძემ.

სრულად წაიკითხეთ სტატია