ეუთოს 38 სახელმწიფო საქართველოს შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებების შესანარჩუნებლად კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდებს.
38-მა სახელმწიფომ ვენის მექანიზმი გაააქტიურა, რაც ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის გაცვლას გულისხმობს.
“მოვუწოდებთ საქართველოს, ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებების შესანარჩუნებლად”, – ვკითხულობთ საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში.