ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წლიურ სესიაზე დღის წესრიგში დადგება ის მოთხოვნები, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო თანამეგობრობას და ქართველ ხალხს - თინა ბოკუჩავა

Primetime.ge 2 თვის წინ 26
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წლიურ სესიაზე დღის წესრიგში დადგება ის მოთხოვნები, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო თანამეგობრობას და ქართველ ხალხს - თინა ბოკუჩავა
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ვენაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წლიური სესიისთვის მოსამზადებელ სხდომას ესწრება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.„დღეს და ხვალ ვენაში ჩატარდება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მოსამზადებელი სხდომა წლიური სესიისთვის, რომელიც ტარდება ივნისში. ასამბლეაზე შედგება საგანგებო დებატები საქართველოზე გამომდინარე იმ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც ივანიშვილმა ქვეყანა შეიყვანა მიტაცებული არჩევნების და შემდგომი რეპრესიების შედეგად. დღის წესრიგში დადგება სწორედ ის მოთხოვნები, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო თანამეგობრობას და ქართველ ხალხს, ეს არის ახალი, თავისუფალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმატში ასევე მონაწილეობს ამერიკული დელეგაცია, რომელთანაც ასევე იგეგმება ჩვენი მხრიდან ორმხრივი შეხვედრები, რათა განვიხილოთ ამერიკის შეერთებული შტატების სასანქციო პოლიტიკა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
სრულად წაიკითხეთ სტატია