ეუთო/ოდირმა არჩევნები შეაფასა, როგორც კონკურენტული, სწორედ, ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ეუთო/ოდირს ასე გამალებით ესხმიან თავს, როგორც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ისე მათი უცხოელი მფარველები - ირაკლი კობახიძე

Primetime.ge 3 კვირის წინ 24
ეუთო/ოდირმა არჩევნები შეაფასა, როგორც კონკურენტული, სწორედ, ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ეუთო/ოდირს ასე გამალებით ესხმიან თავს, როგორც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ისე მათი უცხოელი მფარველები - ირაკლი კობახიძე
ეუთო/ოდირზე თავდასხმა დაიწყო ჯერ კიდევ არჩევნებამდე, ფონი მოამზადეს და გაგრძელდა არჩევნების შემდეგაც, რადგან ყველამ იცის, რომ ეუთო/ოდირი არის მთავარი მისია, რომელიც აკვირდება და აფასებს არჩევნებს და მათ ეს არჩევნები შეაფასეს, როგორც კონკურენტული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.პრემიერის თქმით, იმდენად არ ესიამოვნათ და არ მოეწონათ ეუთო/ოდირის შეფასება, რომ „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულმა ტელევიზიებმა ეთერიც კი გათიშეს, როცა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა შესაბამისი ბრიფინგი.„რეალურად, ყველამ იცის, რომ ეუთო/ოდირი არის მთავარი მისია, რომელიც აკვირდება და აფასებს არჩევნებს. ეუთო/ოდირმა ეს არჩევნები შეაფასა, როგორც კონკურენტული, დაიდო შესაბამისი დასკვნა, წინასწარი დასკვნაა და როგორც მოგეხსენებათ, საბოლოო დასკვნა არ განსხვავდება ხოლმე წინასწარი დასკვნისგან. სწორედ, ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ეუთო/ოდირს ასე გამალებით ესხმიან თავს, როგორც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე მათი უცხოელი მფარველები.ეს თავდასხმა დაიწყო ჯერ კიდევ არჩევნების დღემდე. გამოიყვანეს ჯერ გახარია, შემდეგ გვარამია, დაიწყო თავდასხმა, ფონი მოამზადეს არჩევნების შემდგომ თავდასხმას და ეს თავდასხმა გაგრძელდა არჩევნების შემდეგ.მე მახსოვს „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულმა ტელევიზიებმა ეთერიც კი გათიშეს, როცა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ეუთო/ოდირის ბრიფინგი, სხვა მისიებთან ერთად. იმდენად არ ესიამოვნათ და იმდენად არ მოეწონათ ეუთო/ოდირის შეფასება, რომ ეთერიც კი გათიშეს. გასაგებია, რასთანაც გვაქვს საქმე. ეუთო/ოდირმა ობიექტურად შეაფასა არჩევნები და აღიარა არჩევნების ლეგიტიმაცია. ამის კიდევ ერთი დადასტურება იყო, რა თქმა უნდა, ის წერილი, რომელიც მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრმა და სწორედ ამიტომ ესხმიან თავს ეუთო/ოდირს მთელი ამ დროის განმავლობაში,“- განაცხადა პრემიერმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია