ესტონეთში ომი არ იქნება - ესტონეთის პრეზიდენტი ალან კარისი

Primetime.ge 4 თვის წინ 61
ესტონეთში ომი არ იქნება - ესტონეთის პრეზიდენტი ალან კარისი
"ესტონეთში ომი არ იქნება", - აცხადებს ქვეყნის პრეზიდენტი ალარ კარისი. ეს კითხვა მას ჟურნალისტებმა მას შემდეგ დაუსვეს, რაც გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ პუტინმა 2030 წლისთვის, შესაძლოა, რუსული არმია ისე გააძლიეროს, რომ ნატო-ზე დარტყმის შესაძლებლობა ჰქონდეს.უფრო კონკრეტულად, კითხვა ეხებოდა შესაძლო ომის შიშს ახალგაზრდებში და ქვეყნის დატოვებას. კარისმა თქვა, რომ არსად წასვლა არ იქნება საჭირო, რადგან ომი არ იქნება."ვფიქრობ, რომ პასუხი ასეთი უნდა იყოს: არსად წასვლა არ იქნება საჭირო, რადგან ომი არ იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თავდაცვის ნება საკმაოდ მაღალია, მაგრამ არ გვსურს ამის პრაქტიკაში გამოცდა. ესტონეთს არ სურს ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის გამოცდა ან იმის შემოწმება. ჩვენ ეს არ გვინდა, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აქ არავინ მოვიდეს და ამაზე ფიქრიც კი არ გაჩნდეს", - განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია