ესტონეთის საგარეო
საქმეთა მინისტრმა მარგუს
ცაჰკნამ სოციალურ ქსელ X-ში
მოუწოდა საქართველოს
ხელისუფლებას შეასრულოს
ყველა ის რეკომენდაცია,
რომელიც ეუთო/ოდირის მიერ
არის ჩაწერილი 26 ოქტომბერს
ჩატარებული საპარლამენტო
არჩევნების
სადამკვირვებლო მისიის
საბოლოო
დასკვნაში.„ეუთო/ოდირის
დასკვნა ადასტურებს
სერიოზულ ხარვეზებს
საქართველოში ჩატარებულ
არჩევნებში. ხელისუფლებამ
უნდა განიხილოს მოცემული
რეკომენდაციები, ხოლო
ადამიანის უფლებათა
დარღვევაში ეჭვმიტანილი
ადამიანები პასუხისგებაში
უნდა მიეცნენ. მე ასევე
ხაზს ვუსვამ, რომ მუქარის
შემცველი განცხადებები
საქართველოს ხელისუფლების
მხრიდან მიუღებელია“, -
დაწერა ცაჰკნამ. The @osce_odihr report
confirms serious flaws in Georgia’s elections.Authorities must
address recommendations made & those responsible for human rights
violations must be held accountable.I also emphasize that threatening
statements by 🇬🇪 authorities are not acceptable.
https://t.co/RouYUKGPab — Margus Tsahkna (@Tsahkna) December 23,
2024