ესეც საფრთხილოა იმ თვალსაზრისით, რომ ამით კიდევ ერთი პრეცედენტი არ შექმნან, რომლითაც არჩევნების წინ მოხდება ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში უხეში ჩარევა - გიორგი კახიანი ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე

Primetime.ge 2 თვის წინ 75
ესეც საფრთხილოა იმ თვალსაზრისით, რომ ამით კიდევ ერთი პრეცედენტი არ შექმნან, რომლითაც არჩევნების წინ მოხდება ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში უხეში ჩარევა - გიორგი კახიანი ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე
როდესაც საუბარი დაიწყეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შეკრებაზე და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაზე, ვიცით, რომ დებატებია დაგეგმილი. ესეც ძალიან სენსიტიური თემაა. თუ რაიმეს მიიღებენ, დასკვნას, თუ რეზოლუციას, ესეც საფრთხილოა იმ თვალსაზრისით, რომ ამით კიდევ ერთი პრეცედენტი არ შექმნან, რომლითაც არჩევნების წინ მოხდება ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში უხეში ჩარევა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“.წამყვანმა დეპუტატს ჰკითხა, რას ფიქრობს პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე, რომ მომდევნო კვირას გაიმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც ოფიციალურად არის შეტანილი საქართველო დღის წესრიგში და შემდეგ იქნება ევროპული საბჭო, სადაც ასევე 27 ქვეყნის პრემიერ-მინისტრები და პრეზიდენტები განიხილავენ საქართველოს საკითხს და ოქტომბრის მეორე ნახევარში იქნება გაფართოების ანგარიში საქართველოზე. ჰერჩინსკი ფიქრობს, რომ ეს არ არის კარგის ნიშანი, რისი ნიშანია ეს ხელისუფლებისთვის.„წინასაარჩევნოდ ვხედავთ ქვეყნის გარედან ისეთი განცხადებების გააქტიურებას, რომლის მიზანიცაა, რომ რაღაცნაირად მოაძლიერონ ოპოზიციური ძალები და პოლიტიკური დღის წესრიგი შეუქმნან. ასევე ცდილობენ ასეთი განცხადებებით გავლენა მოახდინონ ამომრჩევლის ნებაზე. ეს არის ძალიან უხეში დარღვევა არა მარტო ჩვენი კანონმდებლობის. ყველა ქვეყნის კანონმდებლობა ადგენს, რომ არ შეიძლება არჩევნებში ჩარევა ხდებოდეს ქვეყნის გარედან. ამას რომელი ქვეყანა დაუშვებს?! როდესაც საუბარი დაიწყეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შეკრებაზე და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაზე, ვიცით, რომ დებატებია დაგეგმილი. ესეც ძალიან სენსიტიური თემაა. თუ რაიმეს მიიღებენ, დასკვნას, თუ რეზოლუციას, ესეც საფრთხილოა იმ თვალსაზრისით, რომ ამით კიდევ ერთი პრეცედენტი არ შექმნან, რომლითაც არჩევნების წინ მოხდება ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში უხეში ჩარევა. რა ეწერება აქტში, გაურკვეველია, თუმცა წინაპირობა არც თუ ისე დამაიმედებელია. მე პირადად იმის დიდ ალბათობას ვხედავ, ესეც იქნება მორიგი რგოლი იმ ჯაჭვში, რასაც ჰქვია - იქნებ რამენაირად ეს უსუსური ოპოზიცია გამოაცოცხლონ. რა განცხადებებიც კეთდება ბოლო დროს საქართველოსთან მიმართებაში, როგორ შეიძლება პოლიტიკურად ნეიტრალურ განცხადებებად აღიქვა?! კეთილი ინებონ და არჩევნებამდე თავი შეიკავონ“, - აღნიშნა კახიანმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია