
ანანო ბაკურაძე, ჟურნალისტი:
მართლა ჭკუიდან გადარევა შეიძლება.
ირაკლი დგებუაძეს ეკითხებიან მზია ამაღლობელი უნდა დარჩეს თუ არა პატიმრობაშიო, რადგან თქვენ ხართ დაზარალებული გეკითხებით წარმოადგენს თუ არა ის საფრთხესო?
ეს ახალგაზრდა კაცი დგას და მე შეიძლება ვეღარ დამესხს თავსო, მაგრამ 400 პოლიციელი მყავს, აქციები გრძელდებაო და მზია რომ გამოვიდეს შეიძლება სხვა პოლიციელებს დაესხას თავსო.
ხალხნო პოლიციისთვის არის საფრთხეო. ქალი. ქალი. ქალი, რომელიც თავს კი არ დაესხა, ამ ქალს თვითონ მიაყენა შეურაცხყოფა, აგინა, ამუნათა, წყალი არ მიაწოდა და ქალმა პატარაზე სილა გააწნა, თავისი ღისების და თავმოყვარეობის შესანარჩუნებლად!
ამდენი თვეა ეს ახალგაზრდა კაცი დგას და მეტკინაო ამბობს.
ეს არც ქართულია, არც გაგებაა, არც კაცობაა, არც ადამიანობაა, არც ჰუმანურობაა, არც პოლიცილელობაა, არაფერი არ არის.
თურმე ევროპა გვართმევს კაცობას.
გიგაშასი არ იყოს, რა კაცობას წაგართმევენ რაც არ გაქვთ.
თავისუფლება მზიას!!! ჩვენი ღირსების და თავისუფლების სადარაჯოზე მდგომ
ქალს, რომელიც ამყარებს და ადასტურებს ლეგენდებს ქართველი ქალის ძლიერებასა და ყოვლისშემძლებლობაზე!