ეს არც საქართველოს პრემიერის რეპუტაციას აკნინებს და არც არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელმძღვანელობის, ეს პოსტი კარგად აჩვენებს ამ ადამიანისა და მისი კოლეგების არასერიოზულობის ხარისხს - ლევან მახაშვილი ელისაშვილის Facebook-პოსტზე

Primetime.ge 2 თვის წინ 47
ეს არც საქართველოს პრემიერის რეპუტაციას აკნინებს და არც არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელმძღვანელობის, ეს პოსტი კარგად აჩვენებს ამ ადამიანისა და მისი კოლეგების არასერიოზულობის ხარისხს - ლევან მახაშვილი ელისაშვილის Facebook-პოსტზე
ეს არც საქართველოს პრემიერის რეპუტაციას აკნინებს და არც არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელმძღვანელობის, ეს პოსტი ძალიან კარგად აჩვენებს იმ არასერიოზულობის ხარისხს, რომელიც ამ ადამიანს და მის კოლეგებს აქვთ, - ასე გამოეხმაურა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ალეკო ელისაშვილის Facebook-პოსტს, სადაც ის რაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩაცმულობაზე წერდა.„სწორედ ამიტომ არის, რომ ისინი არათუ არ იმსახურებენ რაიმე ტიპის ძალაუფლებას, არამედ, მათ რომ ჰქონდეთ ეს ძალაუფლება, ეს იქნებოდა ის სტილი, როგორც მართავდნენ ქვეყანას. ჩვენს ეს ვნახეთ, ასეთი ადამიანები რომ იყვნენ ხელისუფლებაში, რა დაემართა ჩვენს ქვეყანას 2003-12 წლებში. ეს პოსტი არც საქართველოს პრემიერის რეპუტაციას აკნინებს და არც არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელმძღვანელობის. ფაქტი ერთია, რომ დიახ, სწორედ ამ ტიპის შეხვედრებიდან და ამ შეხვედრების საფუძველზე საქართველომ მიიღო 6 მილიარდიანი ინვესტიცია, რომელიც შემდგომ წლებში განხორციელდება“, - განაცხადა მახაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია