ოპოზიცია "ფარას" და მედიის
რეგულირების ბრიტანული
მოდელის საქართველოში
გადმოტანას ნეგატიურად
აფასებს."ძლიერი
საქართველო - ლელო,
ხალხისთვის,
თავისუფლებისთვის" წევრის,
გრიგოლ გეგელიას
განცხადებით, ამ კანონების
შემოღება კლასიკური
ავტოკრატიული ზომაა."ეს
არის კლასიკური
ავტოკრატიული ზომა, რომლის
მიზანია მედიის შინაარსში
შესვლა. ბრიტანეთში
ცენზურა არ არის, რადგან
ბრიტანეთს მართავს კირ
სტარმერი", - განაცხადა
გრიგოლ გეგელიამ.პარტია
"გახარია საქართველოსთვის"
წევრის, ბექა ლილუაშვილის
განცხადებით,
ხელისუფლებამ რაც არ უნდა
გააკეთოს ვერ შეძლებს
მტერი მეგობრად აქციოს და
მეგობარი მტრად."რაც არ
უნდა სახე უცვალონ და
შეატრიალონ, სხვადასხვა
ქვეყნის გამოცილებები
მოიყვანონ, ვერ მიაღწევენ
იმ მიზანს, რომ მტერი
მეგობრად აქციონ და
მეგობარი მტრად. ეს არის
ავტოკრატიის
გამყარებისკენ მიმართული
კიდევ ერთი, დამატებითი
ნაბიჯი", - განაცხადა ბექა
ლილუაშვილმა.