26 მაისს განსხვავებულად
ხვდება ოპოზიცია და
არასამთავრობო სექტორი.
ორგანიზატორების ნაწილის
თქმით, ისინი ხვალ
საკანონმდებლო ორგანოსთან
შეიკრიბებიან. დაგეგმილია
მსვლელობებიც."ეს არ იქნება
ჩვეულებრივი საპროტესტო
აქცია, ეს იქნება უფრო
საზეიმო. რა თქმა უნდა,
წინააღმდეგობა არსებობს, 180
დღეა პარლამენტის წინ
წინააღმდეგობა მიდის და
შინაარსობრივად ეს იქნება
დატვირთული ამით, მაგრამ,
რა თქმა უნდა, ეს იქნება
აბსოლუტურად მშვიდობიანი",
- აცხადებს "საფარის"
აღმასრულებელი დირექტორი
ბაია პატარაია.