ეს არ არის და ვერ იქნება წინასაარჩევნო კამპანია, რადგან პრეზიდენტი არ წარმოადგენს პოლიტიკურ სუბიექტს - გრიგოლ გეგელია სალომე ზურაბიშვილის გერმანიაში გამართულ შეხვედრაზე

Primetime.ge 2 თვის წინ 106
ეს არ არის და ვერ იქნება წინასაარჩევნო კამპანია, რადგან პრეზიდენტი არ წარმოადგენს პოლიტიკურ სუბიექტს - გრიგოლ გეგელია სალომე ზურაბიშვილის გერმანიაში გამართულ შეხვედრაზე
სალომე ზურაბიშვილის გერმანიაში ქართველ ამომრჩეველთან შეხვედრას პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ.მმართველ გუნდში თვლიან, რომ გერმანიის კანონმდებლობა კრძალავს ქვეყანაში უცხოელი პოლიტიკოსების წინასაარჩევნო აგიტაციას. უმრავლესობის თქმით, საარჩევნო კამპანიას გერმანიის მთავრობის სპეციალური ნებართვა სჭირდება, რიგ შემთხვევებში კი ის საერთოდ აკრძალულია.ოპოზიციაში კი, აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ნეიტრალური ფიგურაა და მას სრული უფლება აქვს, ემიგრანტებს შეხვდეს."ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" საგარეო მდივნის, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ემიგრანტებთან წინასაარჩევნო კამპანიად ვერ ჩაითვლება, რადგან ის პოლიტიკურ სუბიექტს არ წარმოადგენს.მისივე თქმით, არ იცნობს არცერთ კანონმდებლობას, რომელიც პრეზიდენტს ემიგრანტებთან შეხვედრას უზღუდავს."არ ვიცნობ გერმანულ კანონმდებლობას ამასთან დაკავშირებით, თუმცა ვერ წარმოვიდგენ, რომ რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობ, საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ემიგრაციასთან იყოს რაიმე ფორმით დარეგულირებული, ან აკრძალული. ეს არ არის და ვერ იქნება წინასაარჩევნო კამპანია, რადგან პრეზიდენტი არ წარმოადგენს პოლიტიკურ სუბიექტს, ამიტომ ჩვენთვის გაუგებარია შფოთი, რაც "ქართულ ოცნებას" აქვს", - განაცხადა გრიგოლ გეგელია.
სრულად წაიკითხეთ სტატია