ეროვნული ბანკისა და SWIFT-ის ორგანიზებით ახალი საერთაშორისო სტანდარტის დანერგვის თემაზე ტრენინგი გაიმართა

Primetime.ge 14 საათი წინ 2
ეროვნული ბანკისა და SWIFT-ის ორგანიზებით ახალი საერთაშორისო სტანდარტის დანერგვის თემაზე ტრენინგი გაიმართა
საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ფინანსური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროცესს და აქტიურად უწყობს ხელს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.სწორედ ამ მიზნით, ეროვნული ბანკისა და SWIFT-ის ორგანიზებით, ISO 20022-ის ფინანსური შეტყობინებების ახალი საერთაშორისო სტანდარტის დანერგვასთან დაკავშირებით ტრენინგი გაიმართა, რომელშიც საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.შეხვედრა მიზნად ისახავდა ქართული საფინანსო სექტორის მზადყოფნას გლობალური მიგრაციისთვის ISO 20022-ზე, რომლის საბოლოო ვადად 2025 წლის ნოემბერი განისაზღვრა.აღნიშნული საერთაშორისო სტანდარტი ქმნის ახალ შესაძლებლობებს ფინანსური კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად, რაც ხელს უწყობს მონაცემების სტრუქტურირებას, ეფექტურობასა და ავტომატიზაციას.ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს ISO 20022-ის სტანდარტის სტრუქტურა, მისი დანერგვის საუკეთესო პრაქტიკები და ეროვნული მიგრაციის გზამკვლევი.ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სრულად წაიკითხეთ სტატია