ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ვინ უფრო ახლოს იქნებოდა იმ ეკრანთან, საიდანაც ტრამპის ინაუგურაცია გადაეცემოდა და როგორც კი მათთვის მიუღებელი პოზიციები დააფიქსირა, აღმოჩნდა, რომ ტრამპი პრორუსულ პოლიტიკას ატარებს - ვლადიმერ ბოჟაძე

Primetime.ge 2 თვის წინ 35
ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ვინ უფრო ახლოს იქნებოდა იმ ეკრანთან, საიდანაც ტრამპის ინაუგურაცია გადაეცემოდა და როგორც კი მათთვის მიუღებელი პოზიციები დააფიქსირა, აღმოჩნდა, რომ ტრამპი პრორუსულ პოლიტიკას ატარებს - ვლადიმერ ბოჟაძე
ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო ახლოს იქნებოდა იმ ეკრანთან საიდანაც, ტრამპის ინაუგურაცია გადაეცემოდა, დაწყებული სალომე ზურაბიშვილით, გაგრძელებული ვაშაძით და დასრულებული ხაზარაძე-ჯაფარიძით, რომლებიც ქუჩაში იყინებოდნენ იმისთვის, რომ კაპიტოლიუმთან ახლოს ყოფილიყვნენ, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ.საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის მიმართ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა მწვავე და კრიტიკულ განცხადებებს.„როგორ აქებდნენ და ადიდებდნენ ტრამპს და როგორც კი მათთვის მიუღებელი პოზიციები დააფიქსირეს, ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე პრობლემა ყოფილა აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი, ტრამპი პრორუსულ პოლიტიკას და ა.შ. ხვალ-ზეგ შეიძლება მათი მიტინგი აშშ-ს საელჩოსთანაც ვიხილოთ. ეს უბრალოდ სასაცილოც აღარ არის, შეურაცხმყოფელია“, - აღნიშნა ბოჟაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია