20 დეკემბერს თბილისში
ადვოკატებისა და
იურისტების მსვლელობა
იგეგმება - მმართველ გუნდში
აცხადებენ, რომ აქციას
ორგანიზებას ადვოკატი
ქეთი ქვარცხავა უწევს,
რომელიც წინასაარჩევნო
პერიოდში პარტია "ლელოს"
დამფუძნებლის, ბადრი
ჯაფარიძის საქმეში იყო
ჩართული, როდესაც
ანტიკორუფციული ბიურო
ჯაფარიძეს პარტიის
დაფინანსებასთან
დაკავშირებული თანხების
წარმომავლობაზე
ედავებოდა."ერთის მხრივ,
საუბარი აქვთ ხოლმე
გულწრფელ პროტესტზე,
გულწრფელობასა და
დამოუკიდებლობაზე და მერე
აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ ან
არიან პოლიტიკური პარტიის
აქტივი პირდაპირ ან რაღაც
სხვა პოლიტიკური
ინტერესები აქვთ და არც ეს
არის ახალი.
წინასაარჩევნოდ ჩვენ
არაერთი მოკვლევა
ჩავატარეთ და
საზოგადოებასაც ვაცნობეთ,
რომ მაგალითად,
სადამკვირვებლო
ორგანიზაციების ნახევარზე
მეტი პირდაპირ იყო
დაკავშირებული პოლიტიკურ
პარტიებთან, ან იყვნენ მათი
ხელმძღვანელი რგოლის
ნაწილი, ან ფინანსურ
შემოწირულობას ახდენდნენ
პოლიტიკური
პარტიებისადმი. ამიტომ, აქ
გასაკვირი არაფერი არ არის.
სწორედ ამაზე გვაქვს
საუბარი, რომ ხშირად
საზოგადოება შეცდომაში
შეჰყავთ, რომ ვითომ რაიმე
გულწრფელი პროტესტია, რა
თქმა უნდა ასე არ არის", -
აცხადებს პარლამენტის
ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარე
ლევან მახაშვილი.